reportiori.ge - ჩინოვნიკი იქ არ უნდა მიდიოდეს ნასვამი, სადაც ფხიზელიც კი ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:30
ჭორ - REVIEW
ჩინოვნიკი იქ არ უნდა მიდიოდეს ნასვამი, სადაც ფხიზელიც კი ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოს!
29 აგვისტო, 2013. 18:16

ამბობენ, რომ სტალინი უპირატესობას წითელ ღვინოს ანიჭებდა, ჩერჩილს - საბჭოური კონიაკი მოსწონდა, შევარდნაძე დილით, თურმე მაწვნის წვნიანს შეექცეოდა. ეს და მსგავსი ამბები, საზოგადოების განსჯის საგანი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ჭორი ცნობილ ადამიანებს ეხება, თორემ არც სტალინ-ჩერჩილის ღვინო-კონიაკით და არც შევარდნაძის დილის მენიუთი სხვა შემთხვევაში არავინ დაინტერესდებოდა. ცნობისმოყვარეობაა და მეტი არაფერი.

აი, ქვემოთ სათქმელი კი ცოტა უფრო წონადი საქმეა და იგი მხოლოდ ცნობისმოყვარეობას არ ეხება.

 

...სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში, ბატონ ალექსი პეტრიაშვილსაც ჰყვარებია სასმელი. კონკრეტულად რომელი ვერ გეტყვით, მაგრამ რომ უყვარს, ამას დაბეჯითებით გვიმტკიცებენ. არა, სასმელის მიღება არავისთვის აუკრძალავთ. სამსახურის შემდეგ - შაბათ-კვირას, შვებულებაში ყოფნის დროს, ახლობლებთან და ნათესავ-მეგობრებთან თუნდაც ყირაზე იარე კაცმა, მაგრამ როცა მავანს, საზოგადოებაში, ან ხელისუფლებაში გამოსაჩენი ადგილი უჭირავს, თავშეკავება მაინც მეტი მართებს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ჩინოვნიკი იქ არ უნდა  მიდიოდეს ნასვამი, სადაც ფხიზელიც კი ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოს.

 

ერთი სიტყვით... 2013 წლის აპრილში, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი, გერმანიაში ვიზიტის დროს, ევროპულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას, ისეთი მთვრალი იყო, რომ დამსწრეებმა, პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვეს. ამ ინცინდენტმა შეხვედრის ორგანიზატორები ისე აღაშფოთა, რომ პეტრიაშვილს სხვა, დაგეგმილი შეხვედრები გაუუქმეს. ჩაშლილ შეხვედრას საქართველოდან ჩასული სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

 

ასეა! შეხვედრები ჩაიშალა, მაგრამ არა იმიტომ, რომ პეტრიაშვილი შემდგომ აქციაზეც მთვრალი მივიდოდა. ამ შემთხვევის შემდეგ, როგორც ამბობენ, მას კარგა ხნით დაეკარგა ალკოჰოლის მიღების სურვილი. უბრალოდ, იგი უპასუხისმგებლო ადამიანად მიიჩნიეს. აი, უპასუხისმგებლო მინისტრად შერაცხული კაცის იმიჯი კი, ზოგადად სახელმწიფოს რეპუტაციაზეც მოქმედებს უარყოფითად.

 

აქვე, ერთი საყურადღებო ამბავიც უნდა აღინიშნოს და ეს უკვე, მარტო პეტრიაშვილს არ ეხება. აღნიშნული ვიზიტისა და შეხვედრებისათვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯის წყალში ჩაყრას რომ თავი დავანებოთ (თუმცა, რატომ უნდა დავანებოთ), როდის მივხვდებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტარის და მინისტრის საქციელი, შინ თუ გარეთ,  სახელმწიფოს მიმართ, საზოგადოების დამოკიდებულების პირდაპირი ანარეკლია.

 

როგორც ჩანს, ამ ხალხს ხაზინა საკუთარი დუქანი ჰგონია, ხოლო თანამდებობა, მემკვიდრეობით მიღებული წყალობა.

 

ამიტომაც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, არც პეტრიაშვილის შესახებ „ჭორის" გაბათილება უცდია ვინმეს, და პირველ რიგში - არც თავად ჭორის ადრესატს!

 

რა ვქნათ? ისევ უნდა ვიფიქროთ, რომ დუმილი ახლაც თანხმობის ნიშანია? არადა, - უკვე მერამდენედ,  არ ჩათვალეს ქართველი ხალხი ღირსად - იცოდეს სიმართლე!

ეს ქვეყანა საჩუქრად რომ არავისთვის მიუციათ, დღევანდელ ხელისუფლებას ამის მაგალითად, „ნაცმოძრაობის" კრახიც გამოადგება.

 

ამას წინათ, პრემიერ-მინისტრს დასცდა: პარლამენტარები ფეოდალებივით იქცევიანო. ესეც მე ვარ?

 

P. S. მიუხედავად იმისა,  რომ გერმანიაში დატრიალებული ამბების გარკვევა ჩვენს ინტერესებში არ შედის, ჟურნალისტური ეთიკის ელემენტარული წესები არც ამჯერად დაგვირღვევია. დავუკავშირდით ბატონ ალექსი პეტრიაშვილს პრეს-სამდივნოს, საიდანაც მოკლედ და კატეგორიულად გვითხრეს - მსგავსი არაფერი მომხდარაო!

 

არ გაგვკვირვებია. სხვაგვარ პასუხს არც ველოდით...

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016