92 წლის მანძილზე ამერიკელი ტყუპისცალი ძმები ერთმანეთს წამითაც არ მოშორებიან და საიქიოსკენაც თითქმის ზუსტად ერთსა და იმავე დროს გასწიეს.
როგორც ირკვევა, ტყუპი ძმები ჯულიან და ადრიან რაისტერები სასულიერო ცხოვრებას წლების მანძილზე ერთად ეწეოდნენ. მანამდე ერთად დადიოდნენ სკოლაში, ერთად მოგზაურობდნენ და წმინდა ფრანცისკოს ორდენშიც ერთდროულად გაწევრიანდნენ.
ძმებს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ და ცალ-ცალკე მხოლოდ ღამეს ათენებდნენ, რადგან მონასტრის სხვადასხვა კელიაში იძინებდნენ. სამაგიეროდ, ისინი ტელეფონის საერთო ხაზით სარგებლობდნენ (როგორც ჩანს, მათი ორდენი კელიაში ტელეფონის დადგმას არ კრძალავდა), ამიტომ, თუ ვინმე რეკავდა, ზარს ორივე ძმა ერთდროულად პასუხობდა.
საბოლოო ჯამში, ასაკმა თავისი ქნა და ჯულიაn და ადრიან რაისტერების აღსასრულის დღეც დადგა – ისინი ერთსა და იმავე დღეს, თითქმის ერთდროულად გარდაიცვალნენ და ორივეს სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება გახდა...
(ალია,მიხეილ სახვაძე, bbc.co.uk)