reportiori.ge - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გიორგი გაბუნიას საქმეზე გადაწყვეტილებას ივლისში მიიღებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 14:19
მედია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გიორგი გაბუნიას საქმეზე გადაწყვეტილებას ივლისში მიიღებს
25 ივნისი, 2014. 11:46



საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანიარუსთავი 2“–ის გადაცემაარჩევანისავტორისა და წამყვანის, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ, „ახალგაზრდა ადვოკატებისსაჩივარს განიხილავს. ეთიკის ქარტიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქარტიის საბჭო საჩვარს უახლოეს სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილება ივლისში გახდება ცნობილი.

 

ახალგაზრდა ადვოკატებიმიიჩნევენ, რომ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, 2014 წლის 8 აპრილს, ღია ეთერში გაკეთებული განცხადებისა და გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, უხეშად დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1–ელი მუხლი, რომლის თანახმადაც: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებასმიიღოს ზუსტი ინფორმაცია“, ქარტიის მე–3 მუხლი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაციადა ქარტიის მე–5 მუხლი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“

 

ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პატივი არ სცა სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, საკითხთან/მსჯელობასთან დაკავშირებით მიეღო ზუსტი ინფორმაცია, რომელიც იქნებოდა კონკრეტული მტკიცებულებებით ან/და სანდო წყაროზე დაყრდნობით. ჟურნალისტი იყო ვალდებული, საზოგადოებისთვის, „ახალგაზრდა ადვოკატებისმოქმედებების/საქმიანობის შესახებ მიეწოდებინა მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით უტყუარი ინფორმაცია, რომელთა წყაროც იქნებოდა დადასტურებული, ხოლო მედია, მოცემულ შემთხვევაში, ტელეკომპანიარუსთავი 2“, ვალდებული იყო, შეესწორებინა გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია. ტელეკომპანიამ ორგანიზაციის 2014 წლის 10 აპრილის წერილს იგნორირება გაუკეთა და დასაქმებული ჟურნალისტის განზრახ შეცდომას გამოსწორებით არ უპასუხა.

 

ცნობისთვის: გიორგი გაბუნიამ, 2014 წლის 8 აპრილს, საავტორო გადაცემის პირველ სტუმართან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს დროს, იმის წარმოსაჩენად, რომ მინისტრის მიმართ, ხელისუფლების ცალკეული ჯგუფის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ ანტაგონისტურ კამპანიას და ამ პროცესში, ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებდნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტის მხრიდანახალგაზრდა ადვოკატებიდასახელდა ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამონათვალში. მეტიც, ჟურნალისტმაახალგაზრდა ადვოკატებისმიმართ გაავრცელა ფაქტის შემცველი ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია მოქმედებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს .. „ქოლგის ქვეშ“, თუმცა ჟურნალისტს, აღნიშნული აზრის/განცხადების დასასაბუთებლად, არავითარი კონკრეტული მტკიცებულება არ დაუსახელებია.

 

 

ახალგაზრდა ადვოკატებმასაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას გიორგი გაბუნიას მიმართ საჩივრით 2014 წლის 2 მაისს მიმართეს


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016