reportiori.ge - პაატა ნაცვლიშვილი სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობას გაიმეორებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 12:53
კულტურა
პაატა ნაცვლიშვილი სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობას გაიმეორებს
ავტორი: ანა ნოდია
25 ივნისი, 2014. 16:01



მოგზაურობა 300 წლის შემდეგ - ჟურნალისტმა პაატა ნაცვლიშვილმა სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობის გამეორება გადაწყვიტა. ნაცვლიშვილი ზუსტად გაივლის იმ მარშრუტს, რომელიც სულხან-საბა ორბელიანმა გაიარა 300 წლის წინათ, 1714-1715 წლებში.

 

"სულხან-საბა ორბელიანმა ევროპაში თავისი მოგზაურობით, რომელიც 1713 წელს დაიწყო, გარეშე მტრებისაგან დიდად შეჭირვებული საქართველოსთვის დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭრის მოპოვებას ცდილობდა. ამ მიზნით იგი რამდენჯერმე შეხვდა რომის პაპს, კლემენტე XI-, საფრანგეთის მეფეს, ლუდოვიკო XIV- და იმდროინდელი დასავლეთის სხვა სახელმწიფო თუ სასულიერო მოღვაწეებს.

სულხან-საბას ევროპული მისია საქართველოს დასავლური ორიენტაციის, მისი პრაქტიკული გამოვლინების ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრაცია იყო. სამწუხაროდ, მაშინ თავის პრობლემებში ჩაფლულმა ევროპამ საქართველოსთვის ვერ მოიცალა და სულხან-საბა ორბელიანი ვახტანგ VI-სთან ერთად იძულებული გახდა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზები ეძებნა. თავისი ევროპული მოგზაურობა სულხან-საბა ორბელიანმა დაწვრილებით აღწერა დღიურების             სახით, რომელიც ქართული მწერლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს. დღიურების პირველი ნაწილი, სამწუხაროდ, დაკარგულია და ჩვენამდე მოღწეული ტექსტი საფრანგეთიდან იტალიაში გადასვლით იწყება" - აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

 

პაატა ნაცვლიშვილის მიერ დაგეგმილი მოგზაურობის გამეორება სწორედ სულხან-საბას ტექსტს ეყრდნობა. იგი შეეცდება ზუსტად იმ დღეს აღმოჩნდეს მონაკოსა თუ გენუაში, რომსა თუ ფლორენციაში, სიცილიასა თუ მალტაზე, მიტილენესა თუ კონსტანტინოპოლში, როცა იქ სულხან-საბა ორბელიანი ჩავიდა 300 წლის წინათ. იგი შეეცდება, შეხვდეს იმ მოღვაწეთა პოლიტიკურ მემკვიდრეებს, რომელთაც სულხან-საბა ორბელიანი შეხვდა ევროპაში მოგზაურობისას, მოინახულოს ის ადგილები, რომლებსაც საქართველოს ელჩი ეწვია სამი საუკუნის წინათ.

 

პაატა ნაცვლიშვილის მოგზაურობა პარიზით დაიწყო. 9 ივნისს იგი საფრანგეთის დედაქალაქში ჩაფრინდა. 10 ივნისს შეხვდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონეს, რომელიც წინასწარვე იყო ინფორმირებული პროექტის თაობაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა პროექტის აქტუალობას, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოახლოებული ხელმოწერის კონტექსტში.

 

შეხვედრის შემდეგ პაატა ნაცვლიშვილი სამხრეთისკენ გაემგზავრა, სულხან-საბას მარშრუტით.

 

16 ივნისს მას  საქართველოს ელჩი შეუერთდა მონაკოში  და მონაკოს პრინცის სასახლეში გაიმართა მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ პრინც ალბერის მრჩეველი - ან-მარი ბუაბუვიე და არქივისა და ბიბლიოთეკის დირექტორი - თომას ფუილერონი. თავად პრინცი ალბერ II ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა და ამის გამო ვერ შეძლო მათი მიღება.

 

იმავე საღამოს ელჩმა პაატა ნაცვლიშვილი საფრანგეთ-იტალიის საზღვრამდე მიაცილა და თავის რომაელ კოლეგას, ბატონ კახა სიხარულიძესგადააბარა".

 

 

 

მოგზაურობა გრძელდება.



 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016