reportiori.ge - ჟოლოს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:05
სხვადასხვა
ჟოლოს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ
25 ივნისი, 2014. 19:00



ჟოლოს გამხმარ ნაყოფს გაციების დროს იყენებენ ოფლისმომგვრელ საშუალებად. მისგანვე ამზადებენ სიროფს სხვადასხვა წამლების გემოს გასაუმუჯობესებლად. ნაყოფი შეიცავს 10%-მდე შაქარს, 2 %-მდე ორგანულ მჟავას, , A, B ვიტამინებს. მისგან ამზადებენ მურაბას, კომპოტს, სიროფს, მარმელადს, ლიქიორს, ღვინოს, გამაგრილებელ სასმელებს.

 

გაციების დროს ოფლის მოდენის მიზნით დასალევად ამზადებენ: 2 სუფრის კოვზ ხმელ ნაყოფს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, 20 წუთის შემდეგ ფილტრავენ და 2-3- ჭიქას სვამენ 1-2 საათის განმავლობაში.

 

ჟოლოს ფოთლებში აღმოჩენილია ნაწლავების და საშვილოსნოს მუსკულატურის მასტიმულირებელი და სპაზმოლიტური მოქმედების ნივთიერებები.

 

ფოთლების ნახარშს ხალხურ მედიცინაში იღებენ ხველის, ყელის ტკივილის, ციებ-ცხელების დროს, ასევე ფერიმჭამელებისა და მუწუკების მოსაცილებლად. ყვავილების ნახარშით კი წითელ ქარსა („როჟა“) და თვალის ანთებას მკურნალობენ. ახლად შეგროვილი ნაყოფების ჭამას ურჩევენ ეგზემის მკურნალობისათვის.

 

ტიბეტის მედიცინაში ფოთლების ან ნაყოფების გამონახარშს ურჩევენ ნევრასთენიის, ნევრიტის დროს და სიცხის დამწევ საშუალებად.

 

 

ჟოლოს ფოთლები რეკომენდებულია, როგორც შემკვრელი საშუალება კუჭაშლილობის დროს. გააჩნია სიცხის საწინააღმდეგო თვისებაც კუჭ-ნაწლავის კატარის დროს; მასვე უწერენ კუჭში სისხლჩაქცევის, მენორარგიის, სასუნთქი ორგანოების დაავადებისა და კანზე გამონაყარის სამკურნალოდ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016