reportiori.ge - ჰეროინზე დამოკიდებული ავღანელი ბავშვები (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:27
სხვადასხვა
ჰეროინზე დამოკიდებული ავღანელი ბავშვები (ფოტოკოლაჟი)
26 ივნისი, 2014. 12:40


ერთი გრამი ჰერიონი ავღანეთში  1 $ ღირს და იოლად მისაწვდომია ავღანეთის თითქმისყველა პროვინციაში. ნარკომანებისთვის, დიდებისთვისაც და უკვე პატარებისთვისაც, სუფთა ჰეროინის ყიდვა გაცილებით უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე საკვების.


11 წლის ტარიკი და მისი 14 წლის ძმა ჰამიდი ჰეროინის 5-გრამიან კაფსულებს ყლაპავენ (5-7 კაფსულას), რომ ირანში გადაიტანონ. საზღვარს მოზრდილთან ერთად გადაკვეთენ, მერე კი გულს ირევენ და უფროსებს აძლევენ კაფსულებს. ბავშვებს აქტიურად იყენებენ ნარკოტიკებით ვაჭრობაში, რადგან ისინი ნაკლებ ეჭვს იწვევენ და დაპატიმრების შემთხვევაშიც ნაკლები სასჯელი ელით.


9 წლის მაჰდია დღეში სამჯერ მაინც ეწევა ჰეროინს - ეს ავღანეთში დამზადებული ჰეროინია, რომელსაც კრისტალსაც უწოდებენ. ამბობს, რომ ძალიან მიეჩვია და მიტოვებაც უნდა, მაგრამ საავადმყოფო ძალიან შორსაა და ძვირია, ასე რომ, თავს ვერ შველის.


ავღანეთში მტკიცედ სჯერათ, რომ ოპიუმი წამალია. მაჰდია და მისი 11 წლის ბიძაშვილი რაფიკი ერთად ეწევიან, ხან - ოჯახის უფროს წევრებთან ერთადაც. ხანდახან მაჰდიას მისი 7 წლის და მირაც უწევს "კომპანიას"...


მაჰდია ამბობს, რომ როცა ჰეროინს ერთი დღე მაინც არ მოწევს, ფეხებში ტკივილს გრძნობს. ნარკოტიკის მიღება ორი წლის წინ დაიწყო მშობლებთან ერთად, რომლებიც რა ხანია ნარკოდამოკიდებულები არიან.


უფროსები, მათ შორის არასრულწლოვნებიც, მოწევის ნაცვლად რა ხანია, ნემსზე არიან გადასული. 2001 წლიდან ქვეყანაში მკვეთრად იმატა ნარკომანების რიცხვმა. ავღანეთში მოყვანილი ოპიუმისგან დამზადებული ჰეროინი ადვილად მისაწვდომი და იაფია, რის გამოც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნარკომანად არის ქცეული...



წყარო: mshoblebi.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016