ვერძი
ყველა მხრიდან კომპლიმენტები და შექება გელით, მაგრამ ეცადეთ, სიტყვებმა თავბრუ არ დაგახვიოთ. მეტი ყურადღება გმართებთ.
კურო
შეხვედრებითა და საუბრებით დატვირთული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ განწყობა და ბევრ საინტერესო ინფორმაციასაც მიიღებთ.
ტყუპი
მოულოდნელი მგზავრობა გელით. შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი გაიცნოთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.
კირჩხიბი
შეიძლება ძველ შეყვარებულს შეხვდეთ. თქვენზეა დამოკიდებული ისევ მრავალი წლით დაემშვიდობებით თუ ყველაფერს თავიდან დაიწყებთ.
ლომი
არ იფიქროთ საქმეებზე. თავადაც დაისვენეთ და სხვებსაც ნუ შეაწუხებთ. იდეალურია ქალაქგარეთ გამგზავრება და წყლის პირას დასვენება.
ქალწული
ყველა საქმე გადადეთ და მთელი დღე პირადი საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისა და გრძნობებში გამოტყდომისთვის.
სასწორი
მოულოდნელი, სასიამოვნო ზარი დღის გეგმებს თავდაყირა დაგიყენებთ. მთავარია, მობილური არსად დაგრჩეთ და ზარს დროულად უპასუხოთ.
მორიელი
მოერიდეთ მხიარულ წვეულებებსა და ხალხის თავყრილობებს. საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკულ პაემანზე მიიწვიეთ.
მშვილდოსანი
მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ დილიდანვე გაემგზავრეთ. მხიარულება, პიკნიკი და დადებითი ენერგიით დამუხტვა გელით.
თხის რქა
მოერიდეთ პროვოკაციულ გამონათქვამებს და, ვინც არ უნდა შემოგთავაზოთ, ნუ ჩაერთვებით საეჭვო საქმიანობაში.
მერწყული
მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, საქმეები სხვა დღისთვის გადადეთ. დაისვენეთ, მარტო კითხვა და ფილმების ყურება არ გეკრძალებათ.
თევზები
თუ სითამამეს გამოიჩენთ, ნებისმიერ სფეროში წარმატებას მიაღწევთ. განსაკუთრებით პირად ურთიერთობაში უნდა იაქტიუროთ.
წყარო: astrologi.ge