reportiori.ge - სპორტულ ჟურნალისტთა შორის ბაჩო სვანიძის სახელობის მედიატურნირი მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:20
მედია
სპორტულ ჟურნალისტთა შორის ბაჩო სვანიძის სახელობის მედიატურნირი მიმდინარეობს
29 ივნისი, 2014. 14:25



მედიატურნირს სამინისტრო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან ერთად მეოთხედ ატარებს . ერთმანეთს ტელე და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები, ასევე ბაჩო სვანიძის მეგობრების ნაკრები გუნდები ერთმანეთს ფეხბურთსა და კალათბურთში ეჯიბრებიან.

საფეხბურთო ტურნირს, რომელიც დილიდან მიმდინარეობს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მინი-სტადიონი მასპინძლობს. საკალათბურთო შეჯიბრება კი ვაკის პარკში მდებარე საკალათბურთო დარბაზში 15:00 საათზე დაიწყება.

"ბაჩოს თასი 2014"-ის მხარდამჭერები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და კომპანია "ნატახტარი".

მთავარი პრიზისთვის ტრადიციულად თამაშობენ ბაჩოს მეგობრების გუნდი, ასევე ტელე და პრესმედიის ნაკრები გუნდები. ტურნირის გამარჯვებულები და საუკეთესო მოთამაშეები სამახსოვრო თასებით და მედლებით, ასევე მაისურებით და წიგნებით დაჯილდოვდებიან.

 

ამასთან, 2 ივლისს, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ბაჩო სვანიძისადმი მიძღვნილი წიგნის "ღიმილის ბიჭი" - პრეზენტაცია გაიმართება. გამოცემა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ მოამზადა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016