reportiori.ge - ილია მეორე: ქართული მიწა, წყალი, წყაროს წყალი, მდინარე, საბადოები არ უნდა გასხვისდეს და გაიყიდოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:43
რელიგია
ილია მეორე: ქართული მიწა, წყალი, წყაროს წყალი, მდინარე, საბადოები არ უნდა გასხვისდეს და გაიყიდოს!
29 ივნისი, 2014. 16:30



საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ ქართული მიწების გაყიდვა გასხვისებზე  ისაუბრა და ხელისუფლებას მიმართა, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყურადღებით და რუდუნებით მიიღონ.

"რა არის მთავარი ფასეულობა, რომელსაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ?! მე მახსოვს ჩემი ერთ-ერთი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. არ მახსოვს ნიუ-იორკში თუ ვაშინგტონში ჩვენ ერთი ადგილი ვნახეთ, რომელიც იყო შეღობილი მავთულებით და იქ უზარმაზარ სახლებს შორის იყო გაშენებული პატარა ბოსტანი. როცა ვიკითხეთ, თუ რას ნიშნავდა შუა ქალაქში ბოსტანი, მათ გვიპასუხეს, რომ ეს არის კერძო საკუთრება, კერძო ადამიანი არ ყიდის მას და ასე აღმოჩნდა სახლებს შორის ბოსტანი. ეს მაგალითი მოვიყვანე იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა მართლა არ შეიძლება, რომლის გასხვისება არ შეიძლება. ეს არის ქართული მიწა, წყალი, წყაროს წყალი, მდინარე, საბადოები. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რთულ ოს, როცა შეიძლება ეს ფასეულობა, რომლითაც არსებობს ქართველი ადამიანი, მთლიანად დავკარგოთ, დავკარგოთ იმიტომ, რომ სხვებს გააჩნია ბევრი საშუალება, ფული, რათა ეს ყველაფერი იყიდონ. იყიდოს უცხო ხალხმა, უცხო ქვეყნებმა და შეიძლება საქართველო დარჩეს სრულიად ცარიელი. ამიტომ დიდი დაფიქრება გვჭირდება ჩვენ. უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ჩვენს მომავალზე, შთამომავლობაზე. არის შემთხვევები, როცა ხდება არა გაყიდვა, არამედ 50, 90-იანი, 100 წლით გასხვისება. მაგალითად ტყის გასხვისება. ტყე რომ განადგურდეს, განადგურდება ხალხიც. 100 წელი რად უნდა ტყის განადგურებას, ერთი კვირაც ეყოფა, რაც ძალიან საშიშია, ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ რუდუნებით უნდა მიაქციოს ყურადღება ამ საკითხს. ღმერთმა ინებოს, რომ გაგვიხსნას გონება და გავიგოთ რა არის აუცილებელი ჩვენთვის, რა არის ნამდვილი ფასეულობა", - ბრძანა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016