დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით, აშშ პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან საბოდიშო არაფერი აქვს. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" იუწყება.
ქემერონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უარი განაცხადა სირიაში სამხედრო ინტერვენციაზე, ის კვლავ გააგრძელებს აშშ-სთან თანამშრომლობას სირიაზე ზეწოლის მიზნით.
"არსებობს სამი საკითხი, რომელზეც დაუყოვნებლივ უნდა მოვახდინო რეაგირება. პირველ რიგში, აბსოლუტურად უნდა დავგმოთ და სათანადოდ ვუპასუხოთ სამხედრო დანაშაულს, რომელსაც სირიაში აქვს ადგილი. მეორე - ვიმუშაოვოთ ჩვენს ძლიერ და ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირესთან, რომელმაც დახმარება სთხოვა დიდ ბრიტანეთს და მესამე - ვიმოქმედო დემოკრატიულად და განსხვავებით წინა პრემიერ-მინისტრებისგან, კონსულტაციები გავმართო პარლამენტთან. პოლიტიკა რთული საქმეა, რომელიც მოიცავს პარლამენტში წასვლას, შეთანხმების მიღწევას ძლიერი და პრინციპული გზით და შემდეგ პარლამენტის მოსმენას. ვფიქრობ, ამერიკელი ხალხი და პრეზიდენტი ბარაქ ობამა გაგებით მოეკიდებიან ამას", - განაცხადა დევიდ ქემერონმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პირადად ბარაქ ობამასთან არ უსაუბრია. თუმცა, მისივე თქმით, ამ დღეებში ობამასთან პირად საუბარს გეგმავს.
სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა წუხელ გვიან ღამით უყარა კენჭი. სირიაში სამხედრო ინტერვენციას 272-მა ბრიტანელმა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, თუმცა 285 დეპუტატი წინააღმდეგი წავიდა.