reportiori.ge - "ტაძარს რომ ჩაუვლი, პირჯვარი გამოისახე!.."
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:38
რელიგია
"ტაძარს რომ ჩაუვლი, პირჯვარი გამოისახე!.."
ავტორი:
01 ივლისი, 2014. 10:35


ერთი მორწმუნე ყვებოდა: "მე და მამა გაბრიელი ტაძრიდან გამოვედით. ბერმა პირჯვარი გამოისახა. როცა დავშორდით ტაძარს, უცებ შემოტრიალდა და ტაძრის მხარეს დაიწყო ნერწყვა. შემდეგ რესტორანს ჩავუარეთ. მან პირჯვარი გამოისახა. ამას ხშირად აკეთებდა, მაგრამ მე ვერ ვიგებდი, რატომ! მერე მაინც ვერ მოვისვენე და ვკითხე: - მამა გაბრიელ, გთხოვთ განმიმარტოთ, რატომ აკეთებთ ასე? - ტაძარს რომ მიუახლოვდებით,ნერწყვავთ. რესტორანთან ჩაივლით, პირჯვარს გამოისახავთ და ლოცულობთ!.. - რახან გულით მეუბნები, გეტყვი, მაგრამ ეს ჩემი საქმეა...აგიხსნი...ეკლესიის გარშემო სამ წრეზე ეშმაკები დგანან და არ უნდათ, რომ ადამიანები შიგ შევიდნენ. ტაძრიდან რომ გამოვდივარ, ცოტას რომ მოვშორდები, ვხედავ მათ და ვნერწყვავ. რესტორანთან რომ ჩავივლი, ვხედავ, როგორ ტირიან წმინდა ანგელოზები, ადამიანები რომ ღრეობენ.მეც წმინდა ანგელოზებთან ერთად ვლოცულობ, ღრეობას თავი რომ დაანებონ და ტაძარში წავიდნენ. ტაძარი ხომ ცას განასახიერებს?! მე ტაძარს გავუარო და შიგ არ შევიდე?! გვერდზე თუ ჩაუვლი ეკლესიას და პირჯვარს გამოისახავ, ეს ნიშნავს - "გაგიმარჯოს,ღმერთო!.." და გვერდზე ჩაუარო. ეშმაკებს კი უხარიათ, ტაძარს გვერდზე რომ ჩაუვლიან. ამიტომ,ეს რკალი უნდა გაარღვიო, ტაძრის კარებამდე მაინც მიდი და იქ გამოისახე პირჯვარი. თუ დრო არა გაქვს, ტაძარს რომ ჩაუვლი, პირჯვარი გამოისახე იმისთვის, რომ თხოვო პატიება უფალს ტაძარში ვერ შესვლის გამო." (არქიმანდრიტი გაბრიელ ურგებაძე)



წყარო: flirtic.ge



(მოამზადა თეო ტაბატაძემ) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016