reportiori.ge - გივი თარგამაძისა და სააკაშვილის მეხოტბეთა გასაგონად!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:41
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გივი თარგამაძისა და სააკაშვილის მეხოტბეთა გასაგონად!
ავტორი: ანა ნოდია
01 ივლისი, 2014. 15:40


ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილია. თუმცა, ახლაც, როგორც ყოველთვის, „ნაციონალური მოძრაობის" და კონკრეტულად თქვენი რიტორიკა და შინაგანი აგრესია თვალშისაცემია.  აღტაცებით აღნიშნეთ, რომ ამ შედეგამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიყვანა ქვეყანა. თითქოს თქვენი მუხლჩაუხრელი შრომისა და ღამეების თენების შედეგია ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. მადლობა, ბატონო გივი, რომ შეგვახსენეთ რეჟიმი, რომელშიც 9 წელი ვიცხოვრეთ! მართალი ბრძანდებით, ნამდვილად მიუძღვის წვლილი „ნაციონალურ მოძრაობას" ევროინტეგრაციის გზაზე დადგომაში. დიახ, არ ტყუით! მაგრამ, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე ბევრად მეტი წელი დასჭირდა საქართველოს, ვიდრე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობა იყო. დიახ, ბევრად მეტი დრო, ვიდრე თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ.  მთავარი გავიწყდებათ: თქვენი წინამორბედები! დიახ, წინამორბედები: ჯერ ზვიად გამსახურდია, მერე სააკაშვილის მფარველი ტანდემის - შევარდნაძე-ჟვანიას ხელისუფლება, რომლის ეპოქიდანაც დაიწყო მზადება ევროინტეგრაციისთვის! დიახ, ბატონებო, თქვენი წინამორბედების მადლის აღნიშვნა არ უნდა გავიწყდებოდეთ და კვლავ არ უნდა იმეორებდეთ, რომ საქართველო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" ღერძის ირგვლივ ბრუნავს!

 

ნუ დაგავიწყდებათ თქვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მოკლული თქვენივე პრემიერი - ზურაბ ჟვანიაც, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი გახლდათ იმ ბრძოლაში, რასაც საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ჰქვია! ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ ზურაბ ჟვანია გახლავთ ავტორი სიტყვებისა - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე - ვარ ევროპელი!".

 

რა თქმა უნდა, ნებითა თუ გარემო პირობების გათვალისწინებით, „ნაციონალურმა მოძრობამაც" იღვაწა, და ამ შრომას მას წყალში არ ვუყრით, თუმცა, უკვე მეორე წელია არსებულმა ხელისუფლებამ თავდაუზოგავად იმუშავა, რომ ეს შედეგი მიგვეღო. სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში დაგვირგვინდა და მოეწერა ხელი შეთანხმებას და არა თქვენი ცხრაწლიანი „თავდაუზოგავი" შრომის პერიოდში!

 

დიახ, ბატონო გივი, ეს თქვენი, ჩვენი, ახალი ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გულმოდგინე შრომის შედეგია! დიახ, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა დასაწყისია და არა გამარჯვება...  წერილს კი თქვენივე სიტყვებით დავასრულებ, იმ ფრაზით, რომელიც თქვენს მოძალადე ხელისუფლებას ნამდვილად არ ეკუთვნის: - „ეს უდრეკი ნების გამარჯვებაა, რომელიც მძვინვარე მტრის ვერანაირმა ველურობამ ვერ შეცვალა!"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016