reportiori.ge - ლია მუხაშავრია: პროკურატურა, ცხადია, გურამ შარაძის საქმის გამოძიებისთვის თავს არ შეიწუხებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 11:21
სამართალი
ლია მუხაშავრია: პროკურატურა, ცხადია, გურამ შარაძის საქმის გამოძიებისთვის თავს არ შეიწუხებს!
ავტორი:
30 აგვისტო, 2013. 22:57

ადვოკატი, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი, ლია მუხაშავრია „რეპორტიორთან" გურამ შარაძის ქალიშვილის, რუსუდან შარაძის განცხადებებს ეხმაურება,  რომელიც მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. 

„ძალიან კარგად მესმის დაზარალებულის, მაგრამ საწუხაროდ,  დღევანდელი საპროცესო კანონმდებლობით  არის სრულიად უუფლებო და შეზღუდული. დაზარალებული ამ შემთხვევაში არ ეთანხმება იმას,  რაც გამოძიებამ დაადგინა,  მაგრამ თავს  ზევით ძალა არ არის.  დღევანდელი საპროცესო კოდექსი ძალაშია , ამის მიხედვით პროკურატურას აქვს ის უფლებები, რასაც ახლა იყენებს."- განაცხადა ლია მუხაშავრიამ  და აღნიშნა, რომ პროკურატურის მიმართ საზოგადოებას პრეტენზიები აქვს.   

პროკურატურას ის ვერ გამოუძიებია,  ახლა რა მკვლელობებიც მოხდა.  როცა საქმე გახსნილად არის მიჩნეული, დამნაშავე დასჯილი  და იდენტიფიცირებული,  ცხადია მაგისთვის პროკურატურა თავს არ შეიწუხებს.   ჩვენ ბევრი პრეტენზიები გვაქვს ამ მხრივ."- აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ მელიქიშვილის გამზირზე ჩაცხრილული პროფესორის, გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე,რეპორტიორთან" საუბარში მამამისის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს და აცხადებს რომ აღნიშნული ფაქტი მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით, დათა ახალაიამ და  მეგის ქარდავამ აღასრულეს.

 რუსუდან შარაძის ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ  reportiori.ge-ზე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016