reportiori.ge - გურამ ოდიშარია „ქართული ნაციონალური ბალეტის“ - „სუხიშვილების“ რეპეტიციას დაესწრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 12:57
კულტურა
გურამ ოდიშარია „ქართული ნაციონალური ბალეტის“ - „სუხიშვილების“ რეპეტიციას დაესწრება
04 ივლისი, 2014. 12:25


დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია „ქართული ნაციონალური ბალეტის" - „სუხიშვილების" ხელმძღვანელების, ილიკო და ნინო სუხიშვილების მიწვევით ანსამბლის რეპეტიციას დაესწრება.


მინისტრი დაათვალიერებს დარბაზს, სადაც მოცეკვავეები ყოველდღიურ რეპეტიციას გადიან. დარბაზი სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. 2015 წელი „სუხიშვილების"  საიუბილეო წელია - მას  დაარსებიდან 70 წელიწადი უსრულდება.


„ქართული ნაციონალური ბალეტი" - ქორეოგრაფიული ანსამბლი „სუხიშვილები" 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა და რამდენიმე წელიწადში „აკადემიური ანსამბლის" სტატუსიც მიენიჭა. მას მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში უამრავი წარმოდგენა აქვს გამართული.


ანსამბლმა ქართულ ცეკვაში  ინოვაციური - ე.წ. „მოდერნ-ბალეტის" პრინციპებთან მიახლოებული რეფორმა განახორციელა, თუმცა თავისი არსითა იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა - ანსამბლის მიერ დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება.


2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, ხოლო დირექტორი - ნინო სუხიშვილი გახლავთ. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016