reportiori.ge - შს სამინისტროს მაშველებმა 1974 წელს დაკარგული ხორვატი ალპინისტის ნეშტს მიაკვლიეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:16
საზოგადოება
შს სამინისტროს მაშველებმა 1974 წელს დაკარგული ხორვატი ალპინისტის ნეშტს მიაკვლიეს
ავტორი:
31 აგვისტო, 2013. 12:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, მწვერვალ „უშბას" მყინვარზე 1974 წელს დაკარგული ხორვატული ალპინისტური ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის ნეშტს მიაკვლიეს.

დადგენილია, რომ 1974 წელს ხორვატი ალპინისტების ჯგუფის ოთხი წევრი მწვერვალ „უშბაზე", ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრის სიმაღლეზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპნენ. ორი გარდაცვლილი ალპინისტი მაშინვე იპოვეს. 2012 წელს კი ხორვატული ალპინისტური ექსპედიციის წევრებმა მესამე გარდაცვლილი ალპინისტის ნეშტს მიაკლიეს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა, ხორვატული ექსპედიციის მეოთხე დაღუპული წევრის ნეშტის სავარაუდო ადგილმდებარების შესახებ შეტყობინება მიიღო. მაშველებმა საძიებო ღონისძიება შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს და რამდენიმე საათში ნეშტს მწვერვალ „უშბის" ერთ-ერთ მყინვარზე მიაკვლიეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად გარდაცვლილის ვინაობის დადგენა შეძლეს. ის ცნობილი ხორვატი ალპინისტი ნენად ჩულიჩია.

გარდაცვლილი ალპინისტის ოჯახის წევრებს ნეშტის პოვნის შესახებ უკვე ეცნობა. ნეშტი ამ დროისათვის მესტიაშია გადასვენებული.

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016