reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: "მე და ჩემი ოჯახი ვითვალისწინებთ "ინფო 9"-ის მენეჯმენტის თხოვნას“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:08
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: "მე და ჩემი ოჯახი ვითვალისწინებთ "ინფო 9"-ის მენეჯმენტის თხოვნას“
ავტორი:
31 აგვისტო, 2013. 12:47

საქართველოს პრემიერ-მინსიტრი ბიძინა ივანიშვილი საინფრომაციო სააგენტო "ინფო 9"-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერი და მისი ოჯახი ითვალისწინებენ საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის მენეჯმენტის თხოვნას და თანხმობას აცხადებენ, საინფორმაციო სააგენტოს არამატერიალური ქონება - ბრენდი, სახელი - "ინფო 9", ვებმისამართი და არქივით სარგებლობის უფლება გადაეცეს "ინფო 9"-ის მენეჯმენტს.
"საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის თანამშრომლებმა საპარლამენტო არჩევნების დროს სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს. ეს ის ხალხია, ვინც ტელეკამერით დაუპირისპირდა ზონდერბრიგადებს. თითოეული კადრის მოპოვებისათვის ისინი არ ერიდებოდნენ განსაცდელს და სრულიად უნიკალურ კადრებს აწვდიდნენ საზოგადოებას.
ჩვენ ყველანი ვაფასებთ საქმისადმი მათ ერთგულებასა და თავდადებას. და დღეს, მე არ შემიძლია არ გავითვალისწინო მათი სურვილი, გააგრძელონ საქმიანობა. ამიტომ, მე და ჩემი ოჯახი ვითვალისწინებთ საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის მენეჯმენტის თხოვნას და თანხმობას ვაცხადებთ ჩვენს საკუთრებაში არსებული საინფორმაციო სააგენტოს არამატერიალური ქონება - ბრენდი, სახელი - "ინფო 9", ვებმისამართი და არქივით სარგებლობის უფლება გადაეცეს "ინფო 9"-ის მენეჯმენტს. 
რაც შეეხება სააგენტოსთვის აპარატურის მცირე ნაწილის განვადებით და გამოსყიდვის უფლებით გადაცემას, როგორც ამას მენეჯმენტი ითხოვს, ჩვენ გადავწყვიტეთ ვაჩუქოთ ის აპარატურა, რომელიც პირველ ეტაპზე საჭიროა სააგენტოს ფუნქციონირებისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ "ინფო 9"-ს",
-ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016