reportiori.ge - კახა კალაძე: როდესაც პასუხი დგება მოსათხოვი, „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინვე პოლიტიკურად ფუთავს ამ ყველაფერს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:36
მთავარი თემა
კახა კალაძე: როდესაც პასუხი დგება მოსათხოვი, „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინვე პოლიტიკურად ფუთავს ამ ყველაფერს
05 ივლისი, 2014. 02:26

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებას უარყოფს და აცხადებს, რომ უგულავას მიმართ არსებობს ბევრი კითხვა, „დაწყებული ფულის გათეთრებიდან, დამთავრებული „იმედის" წართმევით" და აღნიშნულ თემებზე ყოფილმა მერმა პასუხი უნდა აგოს.



„როდესაც კონკრეტული პიროვნებების მიმართ  კონკრეტული პასუხი დგება მოსათხოვი, „ნაციონალური მოძრაობა" მაშინვე პოლიტიკურად ფუთავს ამ ყველაფერს. ასე იყო ქვეყნის ექსპრემიერ-მინისტრთან მიმართებაშიც, ვანო მერაბიშვილის დაკავების დროს იგივე განცხადებები კეთდებოდა, რომ თითქოს მიზანმიმართულად ხორციელდებოდა პოლიტიკური ზეწოლა.  ამ პიროვნებებს წლების განმავლობაში, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, აქვთ კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე და ყველა ჩადენილ დანაშაულზე კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ,"- განაცხადა კალაძემ გადაცემაში „რეაქცია".



მისი თქმით, უგულავას დაკავება იყო გადაუდებელი აუცილებლობა, რადგან დაკავებამდე ყოფილ მერს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ უნდა გამოცხადებულიყო დაკითხვაზე, მან კი ეს არ გაითვალისწინა და გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება.



„თუ თვალს დავხუჭავთ იმ დანაშაულებზე, რომელიც ყოფილი ხელისუფლების წევრებს ჰქონდათ ჩადენლი, არ არის გამორიცხული, იგივე გაიმეორონ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც,"-აღნიშნა კალაძემ.

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016