reportiori.ge - სოჭის ოლიმპიადის საპროტესტო აქცია-მანიფესტაციების საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:32
საზოგადოება
სოჭის ოლიმპიადის საპროტესტო აქცია-მანიფესტაციების საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა
ავტორი:
31 აგვისტო, 2013. 13:14

პარტია "მემარცხენე ალიანსის" ინიციატივით, სოჭის ოლიმპიადის საპროტესტო აქცია-მანიფესტაციების საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა. 
როგორც "მემარცხენე ალიანსის" თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქცია-მანიფესტაციები სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ მიმართული არ იქნება და მისი მთავარი მიზანი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ოკუპანტი ხელისუფლების ქმედებების გაპროტესტება იქნება. 
მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მანიფესტაციებით მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსნებენ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორიებია. 
"რუსეთის ფედერაციის ოკუპანტი ხელისუფლება ძალას არ იშურებს საქართველოს მოგლიჯოს ძირძველი ტერიტორიები, რომელიც ცივილიზებული მსოფლიოს მიერ უკვე საყოველთაოდ აღიარებულია. მათი ვიზიტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შეხვედრები დე-ფაქტო პრეზიდენტებთან, მილიარდობით რუბლით მხარდაჭერა და სხვა პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევისკენ მიმართული პროცესია, რაც მათი მთავარი მიზანია. მიუხედავად პუტინის მიერ სოჭის ოლიმპიადაზე აქცია-მანიფესტაციების აკრძალვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისა, პოლიტიკური პარტიის  "მემარცხენე ალიანსის " წინადადებით იქმნება სოჭის ოლიმპიადის საპროტესტო აქცია-მანიფესტაციების საორგანიზაციო კომიტეტი", - განაცხადა კახა ძაგანიამ. 
მისივე თქმით, საორგანიზაციო კომიტეტი პირველივე აქციას ოლიმპიადის გახსნის დღეს გამართავს. კახა ძაგანია საორგანიზაციო კომიტეტში მონაწილეობის მიღების მსურველებს Facebook-ზე, ოლიმპიადის საპროტესტო აქციების საორგანიზაციო კომიტეტის გვერდზე რეგისტრირებას სთავაზობს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016