reportiori.ge - ნოდარ თათვიძე: წინა მთავრობამ სასწავლო გრანტი წაგვართვა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:47
საზოგადოება
ნოდარ თათვიძე: წინა მთავრობამ სასწავლო გრანტი წაგვართვა!
ავტორი:
31 აგვისტო, 2013. 14:30

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს განცხადებით მიმართავს. სტუდენტები თამარ სანიკიძეს 2011-2012 სასწავლო წლებში ჩარიცხულ სტუდენტთა პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტის ნოდარ თათვიძის განცხადებით, წინა მთავრობამ სტუდენტებს სასწავლო გრანტი წაართვა და ახალმა მთავრობამ ეს უნდა გამოასწოროს.

2011-2012 სასწავლო წლებში წინა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რის მიხედვითაც გარკვეულ ფაკულტეტებზე სტუდენტებს მხოლოდ 100%-იანი გრანტით სარგებლობის უფლება მიენიჭათ და არ მიეცათ უფლება სხვა საგრანტო პროცენტული მაჩვენებლით ესარგებლათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის ბატონ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით წინა მთავრობის მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალა და ფაკულტეტებს დაუბრუნდათ სხვდასხვა საგრანტო მაჩვენებლით დაფინანსება რასაც მივესალმებით, მაგრამ 2011-2012 წლებში ჩარიცხულ სტუდენტთა საკითხი არ შეცვლილა აღნიშნული გადაწყვეტილებით და დღეს ბევრი მაღალქულიანი სტუდენტი იხდის სრულ გადასახადს უნივერსიტეტებში, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მათთვის. ამიტომ მივმართეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ქალბატონ თამას სანიკიძეს თხოვნით, რომ გაითვალისწინოს აღნიშნული სტუდენტთა პრობლემატიკა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მომდევნო წლის ბიუჯეტში და დაეხმაროს სტუდენტებს პრობლემის მოგვარებაში", - განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016