reportiori.ge - მეუფე იაკობი: უსამართლო გადაწყეტილებებს როცა ვიღებდით და ამით ადამიანებს ვახალისებდით, განა ეს შესაძლებელია?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 18:12
რელიგია
მეუფე იაკობი: უსამართლო გადაწყეტილებებს როცა ვიღებდით და ამით ადამიანებს ვახალისებდით, განა ეს შესაძლებელია?
06 ივლისი, 2014. 20:30


საკვირაო ქადაგებისას  მეუფე იაკობმა სასამართლო სისტემაში "ძველი გავლენების" არსებობაზე ისაუბრა.


"სასამართლოს ვალია სიმართლის დადგენა. ის ისეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს - ზოგ მხარეს არ მოეწონება, ზოგისთვის მოსაწონია. ესეც სრულიად გასაგებია. იმისთვის არის სასამართლო და სამართალი, რომ უნდა მოვუსმინოთ და თუ კანონმორჩილი ხარ, უნდა აღასრულო კიდეც. თავიდანვე მიწები არასწორად გაიცა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მიწის რეფორმა გატარდა და სულ ნაგლეჯ-ნაგლეჯ ხალხსაც გადაეცა და მათაც, ვინც მაღალ თანამდებობაზე და ძალოვანებში მუშაობდა, მიწის დიდი ფართობები აიღეს. ძირითადად, მიწა ქართველი კაცის ხელში იყო. ქვეყანაში დიდი ინვესტიციები რომ შემოვიდეს, საჭიროა დიდი ფართობები. მაგრამ მიწები ისე განაწილდა, რომ რეფორმა არასწორად გატარდა.


ამიტომ ეს აჩქარება, რაც უნდა მომხდარიყო, ბევრ კითხვას ბადებს - ქვეყანას სხვა მრავალი პრიორიტეტი აქვს, სხვა სირთულეები გვაქვს, ეს სირთულეები გადასალახია და კიდევ ერთი რაღაცის დამატება, რთულია. ასე ხელაღებით ჩვენი წინაპრების ნაბრძოლი და შემორჩენილი მიწის გასხვისება, ცოტა დამაფიქრებელია. ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ საკითხთან დამოკიდებულებაში. საკონსტიტუციო, უზენაესი სასამართლო... ჩვენ ვიცით, რომ რეფორმა გატარადა და მადლობა ღმერთს, მოხდა ისეთი რამ, რომ ჩვენი მაგალითი სხვა ერებისთვისაც სასწავლებელი იქნება - ძირითადად ყველა იგივე დარჩა. უკრაინაში დემოკრატიულმა პროცესებმა ყველაფერი შეცვალა - სასამართლოშიც. ყველა დონის სასამართლოში ყველა შეცვალეს. ჩვენთან იგივე ხალხი დარჩა. სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ სასამართლოს საქმეებში არ ჩაერევა. შეხედეთ მართლაც - პროკურატურიდან შედის საქმეები და სასამართლო მორჩილი ბავშვივით ყველა გადაწყვეტილებას არ ემხრობა. რასაც ითხოვს პროკურატურა, თუ დასაბუთებული არ არის, არ იღებს. ხომ ვიცით, ამას სამი-ოთხი წლის წინ ვერ გაბედავდნენ. რა დღეში ჩავარდებოდნენ, ციხეებს თვითონ გაავსებდნენ... სახელმწიფომ ხელი აიღო ჩარევისაგან, მაგრამ რომ ვუყურებთ, ბრიყვები არავინ ვართ, ვხედავთ, რომ ძველი გავლენებისგან განთავისუფლებული არ არიან. თქვენ დალოცვლებო, ხედავთ, რომ სახელმწიფო არ ერევა, იმ ძველ გავლენებსაც თავი გაანებეთ! თუ რამით გაშინებენ, ერი მაგასაც გაპატიებთ, იმიტომ, რომ ვიცით, მაშინ რაც ხდებოდა... რომ არა თქვენი არასწორი ქმედებები, ქვეყანას 200 თუ 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი არ ეყოლებოდა. დღესაც იმაზე ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია დარეგულირდეს და თქვენ არ იყოთ ის, ვინც სიმართლის დადგენის მაგივრად, არეულობის სულის ჩამდგმელი იქნებით. ყველაფერი გაქვთ, რომ მართლა სამართალს ემსახუროთ... ავიღოთ ქუჩაში დახვრეტილი 150 ახალგაზრდაზე მეტი. რომლის საქმეა ბოლომდე მიყვანილი და გამოძიებული?! ამ დროს საკონსტიტიციო სასამართლო იცლის, რომ გადაწყვეტილება მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით მიიღოს. როცა 200 ადამიანი გასამართლებული გიზის და პოლიტპატიმრის სტატუსს აძლევ... კარგი, არის დავა, რომ შეიძლება რამდენიმე არ არის, მაგრამ ეს ხომ სურათს ვერ შეცვლის?! კონსტიტუცია, რომ ასე ითელებოდა და ილახებოდა, რა გააკეთე?! - გააკეთე ის, რომ იგივე არ მოხდეს?! ახალ ხელისუფალს იგივე ცდუნება არ გაუჩნდეს! უსამართლო გადაწყეტილებებს როცა ვიღებდით და ამით ადამიანებს ვახალისებდით, განა ეს შესაძლებელია?" - განაცხადა მეუფე იაკობმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016