reportiori.ge - საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს სასწრაფოდ დატოვონ სირიის ტერიტორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:48
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს სასწრაფოდ დატოვონ სირიის ტერიტორია
ავტორი:
31 აგვისტო, 2013. 16:45

საქართველოს მოქალაქეებს, სირიის ტერიტორიის დატოვება 2013 წლის 5 სექტემბრამდე არ სურთ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ: 

"2013 წლის 29 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ითხოვდნენ დახმარებას სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით.
30
აგვისტოს საქართველოს 18 მოქალაქემ განაცხადა სამშობლოში დაბრუნების თანხმობა და ითხოვა დახმარება, . ბეირუთიდან . თბილისის მიმართულებით ბილეთების შეძენაში. 30 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიძინა 2013 წლის 1 სექტემბრით დათარიღებული ავიაბილეთები ბეირუთი-ქაირო-თბილისის მიმართულებით.
31
აგვისტოს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ისინი თავად აცხადებენ, არ სურთ სირიის ტერიტორიის დატოვება 2013 წლის 5 სექტემბრამდე, რამაც შესაძლოა სამინისტროს შეუქმნას სერიოზული სირთულეები მომავალში, მოქალაქეების საქართველოში უსაფრთხოდ გადმოყვანის კუთხით. 
სამინისტრომ, ისევე როგორც საქართველოს საელჩომ . ქაიროში, მაქსიმალურად გამოიყენა საქართველოს მოქალაქეთათვის დახმარების დროულად აღმოჩენის არსებული ყველა რესურსი და მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, სასწრაფოდ დატოვონ სირიის ტერიტორია," - აღნიშნულია განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016