reportiori.ge - ირაკლი ყიფიანი: არა მხოლოდ გადადგომა, აქციის მოთხოვნა, კოტე კუბლაშვილის ხელზე ბორკილების ჟღარუნის მოსმენაც უნდა იყოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:51
საზოგადოება
ირაკლი ყიფიანი: არა მხოლოდ გადადგომა, აქციის მოთხოვნა, კოტე კუბლაშვილის ხელზე ბორკილების ჟღარუნის მოსმენაც უნდა იყოს
ავტორი:
31 აგვისტო, 2013. 18:54

სამოქალაქო აქტივისტმა, ირაკლი ყიფიანმა „რეპორტიორთან" საუბარისას განაცხადა, რომ ხვალ უზენაეს სასამართლოსთან დაგეგმილ აქციას უერთდება. მისი თქმით, კოტე კუბლაშვილის მეთაურობით ქართული სასამართლო პარტიულ კანტორად იყო ქცეული, რამაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ფსიქოლოგიური და მატერიალური მდგომარეობა შეიწირა.

კოტე კუბლაშვილის მეთაურობით ქართულსასამართლო პარტიულ კანტორად იყო ქცეული, რომელიც ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთებს და სადამსჯელო დაჯგუფებად მოგვავლინა „ნაციონალურმა მოძრაობამ", რომ აღარაფერი ვთქვა დაშინებულ მოსამართლეებზე და ათასობით უკანონოდ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლეც, ფსიქოლოგიური  და მატერიალური მდგომარეობაც შეიწირა. ამ ყოველივეზე პასუხისმგებელი  უკვე ღრმად პატივნაცემი და კოჰაბიტირებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი გახლდათ.

გამომდინარე აქედან ვფიქრობ, რომ  დიდი აქტივობა უნდა იყოს ხვალინდელ აქციაზე და რაღა თქმა უნდა მეც ვუერთდები ჩემს თანამოაზრეებთან ერთად აღნიშნულ მანიფესტაციას.

ვფიქრობ, არა მხოლოდ გადადგომა უნდა იყოს აქციის მთავარი მოთხოვნა, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავის კოჰაბიტირებული კოტე კუბლაშვილის ხელზე ბორკილების ჟღარუნის მოსმენაც. მითქვამს და ვიმეორებ: სანამ არ შეიქმნება საქართველოში პრეცენდენტი იმისა, რომ პასუხი აგოს ნებისმიერმა მაღალი თანამდებობის პირმა ჩადენილ დანაშაულზე, მანამდე ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ ძვრებს არავინ უნდა ველოდოთ. ყველას და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და მხოლოდ შემდგომ შეგვიძლია ვიმედოვნოთ უკეთესი ხვალინდელი დღე, თუნდაც კუბლაშვილის გასამართლების შემთხვევაში - უკეთესი, სამართლიანი სასამართლო, რომელიც პარტიულ დაკვეთებს აღარ შეასრულებს. სასამართლო, რომელიც იდგება სამართლის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის სამსახურში."- განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

შეგახსენებთ, ქართველი  ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები ხვალ 15:00 საათზე უზენაესი სასამართლოს წინ, სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მშვიდობიან  აქციას გამართავენ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016