reportiori.ge - ჯონდი ბაღათურია: ჩვენ გვაქვს უსამართლო მართლმსაჯულება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:22
საზოგადოება
ჯონდი ბაღათურია: ჩვენ გვაქვს უსამართლო მართლმსაჯულება
ავტორი:
31 აგვისტო, 2013. 18:56

ხვალ  15:00  საათზე ქართველი  ხელოვანები   უზენაესი სასამართლოს წინ კუბლაშვილის გადაყენების მოთხოვნით მშვიდობიან  აქციას გამართავენ. „რეპორტიორმა"   აქციის მოთხოვნის  შეფასება „ქართული დასის" ლიდერს, ჯონდი ბაღათურიას სთხოვა.

 „ჩვენ გვაქვს უსამართლო მართლმსაჯულება. 2009 წელს  18 354 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. აქედან გაუმართლებელი განაჩენი მხოლოდ 18 პირის მიმართ დადგა. ეს სამარცხვინო სტატისტიკა ამ სასამართლო სისტემამ შექმნა და  მეტყველებს იმის შესახებ, როგორი მართლსაჯულება გვაქვს ჩვენ. 

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პატივცემული და ღირსეული მოსამართლე არსებობს, მაგრამ, ზოგადად, სასამართლო სისტემამ  ტესტი სამართლიან მართლმსაჯულებაზე -  ვერ ჩააბარა. თუმცა ტესტი ვერ ჩააბარა ვერც ახალმა ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ". სამარცხვინოდ „ჩააგდო" შეპირებული სასამართლო რეფორმა. ეს იყო საპარლამეტო უმრავლესობის უპრინციპობის და უპასუხისმგებლობის მაჩვენებელი. ასე რომ არ იყოს, საპროტესტო აქციების ჩატარება საზოგადოებას აღარ დასჭირდებოდა."- განაცხადა ბაღათურიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ უზენაესი სასამართლოს წინ აქცია იგეგმება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კოტე კუბლაშვილის თანამდებობიდნ გადაყენება და სამართლიანობის აღდგენაა.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016