reportiori.ge - რეზო ჩხეიძის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:46
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რეზო ჩხეიძის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს
ავტორი:
01 სექტემბერი, 2013. 07:37

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ტელევიზია საქართველოში. ეს გააკეთა მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა ჯიბის ტელევიზიად აქცია ყველაზე ყურებადი ტელეკომპანია - „რუსთავი 2", დაარბია ქვეყნისათვის იმედად ქცეული ტელეკომპანია „იმედი", საშინლად გაუსწორდა ტელეკომპანია „იბერიას", მიწასთან გაასწორა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო „ტელეკომპანია 202". ფაქტების ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება. მიხეილ სააკაშვილი ვერ იტანდა და ვერ იტანს თავისუფალ მედიას. იქნება ეს ელექტრონული თუ ბეჭდვითი მედია. მისთვის მთავარია მას ემსახურებოდეს მისი ჯიბის ტელევიზია, გაზეთი თუ საინფორმაციო სააგენტო.


მე ვისურვებდი, რომ „მე-9 არხი" არ დუხურულიყო. მე მხოლოდ რჩევა შემიძლია, გადაწყვეტილებას მისი დამფუძნებელი და მეპატრონე იღებს და მაინც თუ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის ბატონი ბიძინა, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტელევიზია გადაკეთებულიყო ტელევიზია „კულტურად". სახელწოდება პირობითია. მსოფლიოს მრავალ ქვეყანას აქვს ასეთი არხი, ჩვენ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ქვეყანა ვართ და ასეთი ტელევიზიის არსებობა არათუ გამართლებულია, აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისათვის.


საქვეყნოდაა ცნობილი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ამაგი კულტურის მიმართ, როგორც კულტურულ მემკვიდრეობაზე, ასევე კულტურის, მეცნიერების, განათლების, სპორტის მოღვაწეებზე და ახალი ტელევიზიის არსებობა საქართველოში ბატონი ბიძინას მოღვაწეობის გენერალური ხაზის ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა.


ამ წერილს საბერძნეთიდან ვაგზავნი. ჩვენ დღეს ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ „საქართველოს ხალხთა ასამბლეამ" საქართველოდან ემიგრირებულთა დიდი კონგრესი ჩაატაროს საბერძნეთში ოლიმპოს მთაზე.


მესმის, რომ ბევრი წინადადება ტრიალებს ქართულ სივრცეში მე-9 არხის მომავალთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ საქართვლეოში პოლიტიკური არხების რაოდენობა საკმარსიზე მეტია და თუ რამე დაიჩაგრა „სააკაშვილის ეპოქაში" - ეს ქართული კულტურაა, ანუ ის, რითაც ჩვენ გამორჩეული ადგილის დაკავება შეგვიძლია მსოლფიოში, ამას აღიარებენ სხვები, ამას გვეუბნებიან ჩვენი მეგობრები და სამწუხაროა, რომ „ნაციონალების ხელისუფლება" ებრძოდა ამას.


ქართულმა კულტურამ ყველა ეპოქაში გაუძლო შიდა თუ გარე მტერთა შემოტევას და ამ ძლიერ ფენომენს დღეს მეტი თანადგომა სჭირდება და გადაწყვეტილება სპეციალური სატელევიზიო არხის შექმნის თაობაზე ამის ნათელი დადასტურება იქნებოდა.


მიხარია, რომ „საქართველოს ხალხთა ასამბლეა" სრულად უჭერს მხარს ჩემს წინადადებას, იზიარებს თითქმის ყველა, ვისაც უცხოეთში ვხვდები თუ ტელეფონით ვესაუბრები. მე ასამბლეის საპატიო პრეზიდენტი ვარ და ძალიან მიხარია, რომ მის მოქმედ პრეზიდენტს, მოღვაწე კაცს, საქართველოსათვის თავდადებულ ადამიანს ბატონ გოჩა ძასოხოვს იგივე პოზიცია აქვს. უფრო მეტიც, მან მიხეილ სააკაშვილს ყოველგვარი ადამიანურის წინააღმდეგ მოქმედი ბარბაროსი უწოდა. იმის ხაზგასმაც გააკეთა, რომ ამ ბოროტი კაცისაგან, 20 იანვრის შემდგომ რომ თვითმარქვია პრეზიდენტია, არც შეწყალება მინდა და არც მოწყალება, რომ ჩვენ დავიცავთ საქართველოს და მის მომავალს სააკაშვილის მსგავსი ბარბაროსებისაგან!


ჩვენ აასამბლეაში შევთანხმდით, რომ კონგრესზე საბერძნეთში, ოლიმპოს მთაზე ვისაუბრებთ საქართველოს ხალხთა ტრადიციულ ერთგულებაზე ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი, მშვიდობაზე კავკასიაში, სადაც „სქაართველოს ხალხთა ასამბლეის" კონგრესთან ერთად იგეგმება ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარება.


და, ბოლოს, არ შემიძლია, რომ არ ვთქვა: სააკაშვილმა ამ დღეებში ბევრი უკადრებელი იკადრა როგორც „მე-9 არხთან", ასევე ტელეკომპანია „იმედთან" დაკავშირებით. მისთვის ყოველი ღირსეულის შეურაცხყოფა ჩვეული ამპლუაა. ჩემი აზრით, ჟურნალისტებს მეტი სოლიდარობა ერთმანეთში და საქართველოს მოსახლეობის დიდი თანადგომა სჭირდებათ, რომ სააკაშვილის ველური გამოთქმები და მისი ბარბაროსული ეპოქა დასრულდეს!


ისტორია იტყვის, რომ ჟურნალისტებმა ქართული დემოკრატიისათვის ბძროლის გზაზე ბევრი სიმწარე ნახეს, ხელისუფალთა ბევრი თავხედობა ითმინეს. მაგრამ, საქართველოს და ქართველ ხალხს არ უღალატეს. მადლობა „მე-9 არხს" და მის ჟურნალისტებს. ჩვენ დიდი ბძროლა გველის წინ ადამიანის ბუნებითი უფლების - სიტყვის უფლების დამკვიდრებისათვის".

 

რეზო ჩხეიძე, კინორეჟისორი,

„საქართველოს ხალხთა ასამბლეის" საზოგადოებასთან ურთიერთობის საპატიო პრეზიდენტი



19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016