reportiori.ge - წარსულის ქრონიკები: რატომ გააძევა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მაფიამ შოთა მეფარიძე სატყეო მეურნეობიდან ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:32
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
წარსულის ქრონიკები: რატომ გააძევა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მაფიამ შოთა მეფარიძე სატყეო მეურნეობიდან ?
08 ივლისი, 2014. 20:48

ალბათ ყველას კარგად ახსოვს „ვარდების რევოლუციამდელი" მიხეილ სააკაშვილის ზრუნვა ფლორასა და ფაუნაზე. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და სააკაშვილისთვის მომგებიანი თემა, რომელზეც იგი წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებულად ზრუნავდა,  წყნეთის სამთავრობო აგარაკები იყო.



„ვარდების რევოლუციამდე"  წყნეთის ტყე-პარკის უკანონო ჭრის შესახებ პირველად მიშა სააკაშვილი ალაპარაკდა და მაშინ, ვაკის არჩევნების წინ გვარიანი ქულებიც ჩაიწერა. მერე, აქაოდა, მოსახლეობაზე ეს თემა კარგად "მოქმედებსო", სააკაშვილს თბილისის მერი ვანო ზოდელავაც აჰყვა. აქა-იქ რამდენიმე "ენჯეომაც" გაიფხაკუნა, მაგრამ... ბოლოს ყველაფერმა "მშვიდობიანად" ჩაიარა. მოგვიანებით ამ საკითხს წყნეთის სატყეო მეურნეობის უფროსის, სააკაშვილის მიერ "წყნეთის ფეოდალად" მონათლული შოთა მეფარიძის სავარძელიც შეეწირა, მაგრამ... დაბა წყნეთში ტყე-პარკის უკანონო გაჩეხვის ფაქტები არათუ შემცირდა, არნახულად გაიზარდა.



ყველას გვემახსოვრება 2008 წელს ნინო ბურჯანაძისთვის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ნაჩუქარი წყნეთის ვილა, რომელიც მას სააკაშვილმა გადასცა. ამას რა თქმა უნდა ავტომატურად „ნაციონალური მოძრაობის" სისტემის დანერგვა და ხე-ტყის „კერძო სექტორზე" გაყიდვა მოჰყვა. თუმცა, სანამ არსებულ მდგომარეობაზე  და უკვე თითქმის გაპარტახებულ მწვანე საფარზე და მტვრით გაჟღენთლ ჰაერზე ვისაუბრებდეთ, მოდით გავიხსენოთ, როგორ დააპატიმრეს მაშინდელი სატყეო მეურნეობის გენერალური დირექტორი შოთა მეფარიძე, მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების დამსახურებით.


სატყეო მეურნეობის გენერალური დირექტორის, შოთა მეფარიძის დაპატიმრება "ვარდების რევოლუციის" შემდეგ,  ნამდვილად შოკის მომგვრელი იყო, რადგან მაშინ ბატონი შოთა 83 წლის ბრძანდებოდა. „რეპორტიორი" 2010 წლის საარქივო მასალას გთავაზობთ, სადაც შოთა მეფარიძე „ნაციონალების" რეპრესიებზე საუბრობს.


„ახლახან სასამართლოდან უწყება მომივიდა, მგონი, ისევ გასამართლებას მიპირებენ. ალბათ, გახსოვთ, ეს 83 წლის კაცი რომ დამიჭირეს, ერთი თვე და 26 დღე ე.წ. „რეზბალნიცაზე" მამყოფეს. ახლა უკვე 90 წელს მიტანებული ვარ და სასამართლოში  სიარული სად შემიძლია?! თანაც, სასამართლო პროცესი ამ უწყებით კვირა დღეს არის დანიშნული(?!). საქმე ან რაღაც კურიოზთან გვაქვს, ან ნამდვილად ჩემი დაცინვა გადაწყვიტეს.


- როგორ ფიქრობთ, რატომ გიბარებენ?

- ალბათ, იმიტომ, რომ პირობითი სასჯელი ჯერაც არა მაქვს მოხდილი. ყოველთვიურად პრობაციის სამსახურში მისვლა და საბუთზე ხელის მოწერა მევალება. შერყეული ჯანმრთელობის გამო ქალაქში ჩასვლას ვერ ვახერხებ. ვუთხარი, თქვენთან სიარულს ვერ შევძლებ, საბუთი ფოსტით გამომიგზავნეთ, ხელს მოვაწერ და გამოგიგზავნით-მეთქი, მაგრამ მაინც არ შემეშვნენ. ახლა სასამართლო უწყება გამომიგზავნეს და როგორც ვატყობ, საფლავშიც ჩამყვებიან(!), აბა, დაჭერით ვეღარ დამიჭერენ და ფულიც აღარ მაქვს, რომ წამართვან.


მაშინ, იმ გაფუჭებულმა ოქრუაშვილმა დამიჭირა. გენპროკურატურის (უკვე ყოფილმა) გამომძიებელმა ბონდო გოროზიამ მითხრა, 200 ათასი  დოლარი მოიტანე და გაგათავისუფლებთო. ვიდრე ფული არ მივიტანე, „რეზბალნიცაზე" მამყოფეს. იმ თანხის ნაწილი ბანკიდან სესხად გამოვიტანე და დღესაც  ვიხდი პროცენტებს.


მახსოვს, ციხის უფროსი მოვიდა ჩემს სანახავად, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მოდიოდნენ. ყველას აინტერესებდა, 83 წლის კაცი თავს როგორ ვგრძნობდი. "რეზბალნიცაზე" ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი მერაბ ადეიშვილიც იყო, სულ მეუბნებოდა, ამ ხნის კაცი როგორ დაგიჭირესო. თურმე ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ მაინც მეამაყება, რომ განსაცდელს ღირსეულად გავუძელი."


მეფარიძე ჯერ კიდევ 2000  წელს საუბრობდა სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. მაფიაზე, რომელიც წყნეთის მიწებს უკანონოდ ჰყიდდა. მისი თქმით, სწორედ ამ ინტერესის გამო,  სააკაშვილი მას დაემუქრა.



„30 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი წყნეთში ამოვიდა და გამგეობაში მაფიის წევრებს შეხვდა... ამ შეხვედრის დამსწრეებმა გადმომცეს, სააკაშვილს უთქვამს, მეფარიძე  გააძევეთ და ჩაქოლეთო. სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდა მაფია ჩემს წინააღმდეგ.


ძმებს ომარ და არტაშ დალაქიშვილებს, რეზო ხეჩუაშვილს, ელვარდ შაყულაშვილს, ყოფილ გამგებლებს არჩილ მამუკაშვილს და გიორგი ოძელს, კოლია წენგუაშვილს, ლოვა ჯავახიშვილს, გია დათუნაშვილს... სააკაშვილი ამ ბანდას მოუძღოდა, მათ უნდათ ჩემი მოშორება, რადგან მე ვუშლი ხელს მიწების განიავებაში. მერიის წინანდელმა ხელმძღვანელობამ ამ მაფიას მიწის საკუთრების ნებართვა იურიდიულად გაუფორმა და დაუკანონა. 1995-97 წლებში, როდესაც მაფიამ  ხე-ტყის გაჩეხვა დაიწყო, სატყეოს დირექციამ, ტყის მცველებმა შევადგინეთ აქტები და საჩივრით მივმართეთ პროკურატურას, გარდაბნის პოლიციას, საგამოძიებო ორგანოებს... იმის ნაცვლად, რომ საჩივრებზე რეაგირება მოეხდინათ, უკან დაგვიბრუნეს.


დაიგვიანეთ, იმ დღესვე უნდა მოგემართათ და არა მესამე დღესო. მერე ჩვენ ისევ უკან ვუგზავნიდით საჩივრებს და ასე პინგ-პონგის თამაში გამოვიდა. ერთადერთი, ვინც მიწის მიტაცებაზე ჩვენი საჩივრები დააკმაყოფილა და მიწები კანონიერ მეპატრონეს დაუბრუნა, ეს იყო გარდაბნის სასამართლო.

 

ასეა... როგორც ჩანს, მერიის ადრინდელი ხელმძღვანელობა ამ მაფიასთან იყო შეკრული. მათ მიტაცებული მიწები 40000-50000 დოლარად გაყიდეს. მე ამ გარიგებაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ ფაქტია, გაჩეხილი ტყის მიწები ვისზეც გაიცა, ყველა გაიყიდა... 42 ჰექტარი მიწის ფართობი. სახელმწიფო მინისტრის დადგენილებით ჩვენ მიწა წყნეთის მოსახლეობას და სხვადასხვა ოფიციალურ უწყებებს მივეცით. მაფიამ კი გაჭირვებულ და გაღატაკებულ  წყნეთელ მოსახლეობას კი არ მისცა მიწის ნაკვეთები, არამედ გაყიდა და ხელი მოითბო. 85 ჰექტარი მიწა, მთავრობის 300 სახლი და აგარაკი ვის მიჰყიდეს, დაინტერესდნენ სამართალდამცველი ორგანოები? ვინც მთავრობის სახლში შესახლდა და მათ ფული არ მისცა, სასამართლოს ძალით გამოაძევეს."


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016