reportiori.ge - „გურია ნიუსის“ განცხადება სოფო შევარდნაძესთან ყალბი ინტერვიუს გავრცელების შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:43
მედია
„გურია ნიუსის“ განცხადება სოფო შევარდნაძესთან ყალბი ინტერვიუს გავრცელების შესახებ
09 ივლისი, 2014. 15:57


„გურია ნიუსის" რედაქცია აცხადებს, რომ ინტერვიუ სოფო შევარდნაძესთან, რომელიც ძალიან ბევრი სააგენტოსა და ვებ-გვერდის მიერ გავრცელდა გუშინ, ყალბია  - მსგავსი მასალა „გურია ნიუსის" რედაქციაში არ მომზადებულა და ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩვენი სააგენტოს სახელით იქმნება და ფორუმებზე ვრცელდება ცრუ მასალამაგრამ კიდევ უფრო საწყენია, როცა ვებ-გვერდები და  სააგენტოები მაშინვე, "ოპერატიულად", ყოველგვარი გადამოწმების გარეშე  "იტაცებენ" "მასალებს"; ზოგიერთი, "ექსკლუზიურობის მიზნით", მასალას მოდიფიცირებას და ინტერპრეტირებას უკეთებს და ისე უწყობს ხელს დეზინფორმაციის, ყალბი ინტერვიუების და ახალი ამბების გავრცელებას. დასაფიქრებელია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ინტერვიუს ფორმა, შინაარსი ერთი შეხედვითაც ადასტურებს მის "წარმომავლობას", მედიასაშუალებებს ეჭვი არ გასჩენიათ მის ავთენტურობაში და დაუფიქრებლად შეუწყვეს ხელი მის ტირაჟირებას.

 

 

სრულიად მიუღებელი და ამორალურია ისიც, რომ ამგვარი ყალბი მასალის შექმნის "საინფორმაციო საბაბი"  ადამიანის გარდაცვალება და ოჯახის მწუხარებაა", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფო შევარდნაძემ „გურია ნიუსთან" ინტერვიუში ბაბუასთან ურთიერთობა გაიხსენა და უახლოეს მომავალში ბაბუის დანატოვარი წერილის გამოქვეყნება დაანონსა. ამავე მასალის მიხედვით, თითქოს სოფო შევარდნაძე  აცხადებდა, რომ საიდუმლო წერილში მიხეილ სააკაშვილი, კახა თარგამაძე და ბიძინა ივანიშვილი ედუარდ შევარდნაძეს ძალიან ცუდად ჰყავდა მოხსენიებული.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016