reportiori.ge - „სტაიანშიკს“ ვერ გააწბილებ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:04
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„სტაიანშიკს“ ვერ გააწბილებ...
01 სექტემბერი, 2013. 19:39

მკითხველის ხასიათზე მოსაყვანად კი ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით. ანეკდოტივითაა.


ამერიკის შეერთებული შტატები. ნიუ-იორკი.


ცნობილი რუსი კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი ტაქსტში ზის. ხედავს, მანქანის „ტორპედოზე" ფიფრიტას აწერია მისი გვარი - სტრავინსკი და ამ სტრავინსკისთან დაკავშირების მონაცემები - მისამართი, ტელეფონის ნომერი.

გაეხარდა და ეკითხება ტაქსისტს:

 

- თქვენ, შემთხვევით, კომპოზიტორ სტრავინსკის ნათესავი ხომ არ ხართ?

 

- არა, - უპასუხებს შოფერი, - არც გამიგია, ასეთი კომპოზიტორი თუ არსებობს. სტრავინსკი ტაქსის პატრონის გვარია. ჩემი გვარია როსინი.


ავტომობილთან დაკავშირებით ვიხსენებ ამას და ჩემს გზას განვაგრძობ.


ან „სითიპარკის" სადგომზე გავაჩერებ მანქანას და ჯიბეებს მოვიჩხრიკავ 50 თეთრის მოსაძებნად. უგულავას მიერ მხარდაჭერილი „სითიპარკის" ერთი წლის ხარკი გადახდილი მაქვს, მაგრამ თავზე რომ დაგადგება უმუშევარი კაცი, რომელსაც ოჯახის სარჩენად „სტაიანშჩიკობაღა" დარჩენია, იმას ვერ გააწბილებ.


და აღარ ვიცი, უფრო დიდი პარაზიტი რომელია - კომპანია „სითიპარკი", რომელიც სულ არაფერში - ცარიელ ასფალტზე მანქანის დაყენებაში გართმევს ფულს, თუ - თბილისის მერი გიგი უგულავა, რომელიც პარაზიტზე პარაზიტობს და აქეთ გვამადლის - თუ სამშობლოს დაჭირდება, ციხეშიც ჩავჯდებიო!


ვაი, რომ ჩვენ ორივეს ერთი სამშობლო გვაქვს და ორივე თავისუფლად დავდივართ იმ ქუჩებში, საიდანაც დიდ ფულს შოულობენ გაქსუებული ბობოლები!


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016