reportiori.ge - ლევ ტოლსტოის უცნობი წერილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ იპოვნეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:26
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ლევ ტოლსტოის უცნობი წერილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ იპოვნეს
ავტორი:
09 ივლისი, 2014. 21:45


ამგვარი კითხვა, აქვს თუ არა, საერთოდ, ადამიანს თვითმკლელობის უფლება, არასწორია. ამ უფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. კითხვა შეიძლება მარტოოდენ იმისა, არის თუ არა თვითმკლელობა გონივრული ან ზნეობრივი (გონივრული და ზნეობრივი კი ყოველთვის ერთმანეთს თანხვდება) ? არა, არ არის გონივრული ისევე, როგორც გონივრული არ არის ყლორტის მოჭრა მცენარეზე, რომლის მოსპობაც გინდა: მცენარე არ დაიღუპება, მაგრამ არასწორად გაიზრდება. სიცოცხლე შეუმუსვრელია - დროისა და სივრცის მიღმა დგას. ამიტომაც სიკვდილს მარტოოდენ ფორმის შეცვლა ძალუძს მისი, შეუძლია შეწყვიტოს მისი გამოვლინება ამ სამყაროში. და თუ ამ სამყაროში სიცოცხლე შეწყდება, არ ვიცი, ჯერ ერთი, უფრო საამო იქნება თუ არა მისი გამოვლინება სხვა სამყაროში, და მეორეც - ამით ჩემს თავს ვართმევ საშუალებას შევიცნო და შევიძინო ჩემი ყველაფერი, რისიცი შეძენაც შემეძლო.

 


გარდა ამისა, და რაც მთავარია, იმიტომ არ არის გონივრული - თუ ხელყოფ სიცოცხლეს, რაკიღა უამური მეჩვენება იგი, ამით ვამტკიცებ, რომ მცდარი აზრისა ვართ ჩემი სიცოცხლის დანიშნულებაზე, თუმცა კი ვიცი, რომ მისი დანიშნულება, ერთის მხრივ - საკუთარი თავის სრულქმნაა, მეორეს მხრივ კი მსახურება იმ საქმისა, მთელი სამყაროს ცხოვრებით, რომ აღესრულება. აი, ამიტომაც არ არის თვითმკვლელობა ზნეობრივი: ადამიანს ბოძებული აქვს მთელი თავისი სიცოცხლე და ბუნებრივ სიკვდილამდე ცხოვრების შესაძლებლობა მარტოოდენ იმ პირობით, თუ ემსახურება სამყაროს ცხოვრებას, ის კი, სარგებლობს რა სიცოცხლით, რაკიღა იგი მისთვის საამოა, უარს ამბობს ამ სიცოცხლით სამყაროს მსახურებაზე, როგორც კი სიცოცხლე უამური მოეჩვენება. თავდაპირველად ყველა საქმე მართლაც უამური ჩანს.


ოპტინის უდაბნოში 30 წელიწადზე მეტ ხანს იწვა დაბლადაცემული ბერი, რომელსაც მხოლოდ მარცხენა ხელი ემორჩილებოდა. ექიმის თქმით, დიდ ტანჯვაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბერი არამცთუ უჩიოდა რამეს, არამედ განუწყვეტლივ პირჯვარს იწერდა, შესცქეროდა ხატებს, უღიმოდა, თავის მადლიერებას გამოხატავდა ღვთისადმი, მადლიერებასა და სიყვარულის სიცოცხლის იმ ნაპერწკლისთვის, რაც კიდევ ბჟუტავდა მის სხეულში. ათი ათასობით მნახველი აკითხავდა და მეტად ძნელი წარმოსადგენია ყველა ის სიკეთე, რასაც ეს დავარდნილი, საძრაობას მოკლებული ადამიანი ჰფენდა ქვეყანას. ალბათ, ამ კაცმა უფრო მეტი სიკეთე გასცა, ვიდრე სხვადასხვა დაწესებულებებში მომუშავე ათასობით ჯანმრთელმა ადამიანმა, რომლებსაც ეგონათ ქვეყანას ვემსახურებითო.


სანამ ადამიანს პირში სული უდგას, კიდეც შეუძლია საკუთარი თავის სრულქმნა და ქვეყნის სამსახური. ოღონდ ქვეყნის სამსახური კაცს მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა სრულქმნილებისკენ ილტვის და სრულქმნილებაც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ქვეყანას ემსახურები.




(4motivi.com)


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016