თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ნინო სურგულაძის მიერ დაფუძნებული ფონდი "ნატვრის ხე" დღეს საქველმოქმედო გალა კონცერტს გამართავს.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც უდირიჟორებს იტალიელი მაესტრო, ბელგიის ლიეჟის სამეფო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი პაოლო არივაბენი, ის გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და აღიარებული, ყველა დიდი თეატრის სტუმარი - დირიჟორი.
ასევე მონაწილეობას მიიღებენ: ესპანეთიდან ტენორი - მასიმილიანო პიზაპია, სოპრანო - ელენა მოშუკი, მეცო - სოპრანო ენკელეიდა შკოზა და ბარიტონი კრისტოფერ რობერტსონი.
საღამოზე შესრულდება "ვერდის", პუჩინის", "ბიზეს" და "სენსანსის" ცნობილი საოპერო ჰიტები. კონცერტი ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
კონცერტის მიმდინარეობისას ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერი ქსელიდან, მათ შორის "სილქნეტის" და ახალი ქსელების აბონენტებს, შესაძლებლობა ექნებათ აკრიფონ ნომერი 0901900999 (ზარის ღირებულება 1 ლარია.) - და დაეხმარონ: ნინო ჩიქოვანს (22 წლის ნიჭიერ საოპერო მომღერალ, კონსერვატორიის სტუდენტს, რომელსაც მოულოდნელად უმძიმესი დიაგნოზი - ვენურ არტერიული მალფორმაცია დაუდგინდა და მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნა) ქეთევან აბაშიძეს (4 წლის), ნიკოლოზ ვაშაკიძეს (6 წლის) ნანიკო ტორონჯაძეს (11 წლის) და ვიტალი კილასონიას (16 წლის).
ისინი მძემედ არიან დაავადებულნი, რამდენიმე მათგანი კი საზღვარგარეთ გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.