ჟურნალისტმა ეკა ბერიძემ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილთან ერთად „GDS" -ზე პოლიტიკური თოქ- შოუ წაიყვანოს, პირველ კომენტარი გააკეთა.
როგორც ბერიძე აცხადებს, ის არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა სატელევიზიო კარიერა გააგრძელოს, თუმცა ამ ეტაპზე ეს ყველაფერი მხოლოდ იდეის დონეზეა.
" ამჟამად "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" კომუნიკაციების დირექტორი ვარ, ეს არის რეალობა დღეს. არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში გავაგრძელო სატელევიზიო კარიერა, თუმცა ეს იქნება ისე, რომ ამჟამინდელ სამსახურზე უარს არ ვიტყვი. რაც შეეხება იმ გადაცემას, რომელმაც ასეთი დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში, მე ვერაფერს დავამატებ, რაც არის ნათქვამი " GDS "-ის განცხადებაში. ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა და თავს შევიკავებ კომენტარისგან. თუ რამე კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ნამდვილად არ ვაპირებ დამალვას. ამაზე " GDS "-მა უნდა გააკეთოს განცხადება, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო".- აცხადებს ბერიძე „ალიასთან" საუბარში