reportiori.ge - ხვალიდან, „ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი“ იხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 11:55
კულტურა
ხვალიდან, „ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი“ იხსნება
10 ივლისი, 2014. 13:32


ხვალ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ „ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალს" გახსნის.


ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი პიანისტი, მრავალი  საერთაშორისო კონკურსისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ელისო ბოლქვაძეა.


„ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალის" ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და მსოფლიო დონის უცხოელი მუსიკოსები.  მათ შორის, ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრი, ბათუმის სიმფონიური ორკესტრი, ელისო ბოლქვაძე, ქეთევან ქემოკლიძე, ფრანჩესკო ნიკოლოზი, ანტუან პეკერი, ბრუნო მონსანჟანი, და სხვ.  ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი მიზნად ისახავს მუსიკოსების აღმოჩენასა და ხელშეწყობას.


ცნობილი მუსიკოსები  ცოდნასა და გამოცდილებას ქართველ ახალგაზრდებს გაუზიარებენ. 


ფესტივალის ბოლო დღეს, 15 ივლისს, გაიმართება კონცერტი „ნორჩი ტალანტების აღმოჩენა".


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016