reportiori.ge - არგენტინა ფინალშია (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 15:06
სპორტი
არგენტინა ფინალშია (ფოტოკოლაჟი)
10 ივლისი, 2014. 15:11


გუშინ, თბილისის დროით 00:00 საათზე, ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელი ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართა. ფინალში გასასვლელად, ერთმანეთს არგენტინისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებები შეერკინენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობის გამოსავლენად, თერთმეტმეტრიანების სერიის ხილვა დაგვჭირდა.


შეხვედრა საკმაოდ არასანახაობრივი გამოდგა. ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ატარებდა დროს, შეტევები კი სიმწვავეს მოკლებული იყო. ორივე გუნდს ჰქონდა რამდენიმე კარგი შანსი, თუმცა ანგარიშის გახსნა გუნდებმა ვერც ძირითად დროში შეძლეს და ვერც დამატებითში.


ძირითადად დაძაბულ ბრძოლებს კონკრეტულ პოზიციებზე ერთეულ ფეხბურთელებს შორის ვხედავდით. აღსანიშნავია, რომ არგენტინელებმა საკმაოდ კარგად გამოთიშეს თამაშს არიენ რობენი, რაშიც დიდი წვლილი მასკერანოს მიუძღვის. „ცოფიანი ძაღლი" დაგეშილივით ფეხებში უვარდებოდა ბურთის ყოველ მიღებაზე „ბაიერნის" გარემარბს. ერთ-ერთ ეპიზოდში, რობენის წინააღმდეგ სწორედ მისმა კარგმა ვარდნამ გააარჩინა არგენტინის ნაკრები 100%-იან გაშვებულ გოლს.


დამატებით დროშიც არაფერი შეცვლილა. გუნდებმა შეტევები გაცვალეს, საკუთარი კარი მშრალად შეინახეს და პენალტების სერია გახსნეს.


შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელთა კარის დარაჯი სერხიო რომერო დაასახელეს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან სწორედ მან შეძლო პენალტების სერიაში თავის გამოჩენა და რონ ვლაარისა და უესლი სნეიდერის დარტყმულების მოგერიება. მიუხედავად იმისა, რომ არიენ რობენმა და კიუიტმა თავისი გოლები გაიტანეს, ჰოლანდიელთა ორი რეალიზებული პენალტი საკმარისი არ აღმოჩნდა არგენტინელთა ოთხის წინააღმდეგ. მესიმ, ეზეკილ გარაიმ, სერხიო აგუერომ და მაქსი როდრიგესმა სილესენს ოთხივე პენალტი გაუტანეს.


შედეგად, არგენტინის ნაკრები ფინალშია, სადაც იგი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.


ჰოლანდია  0:0  არგენტინა  (2:4 პენ.)

 

ჰოლანდია: სილესენი, დე იონგი (კლასი 62'), ვლაარი, დე ვრი, მარტინს ინდი (იანმაატი 46'), ბლინდი, კიუიტი, ვიინალდუმი, სნეიდერი, რობენი, ვან პერსი (ჰუნტელაარი 96').


არგენტინა: რომერო, საბალეტა, გარაი, როხო, დემიჩელისი, ბილია, ლავეცი (როდრიგესი 100'), პერესი (პალასიო 81'), მასკერანო, იგუაინი (აგუერო 82'), მესი.


გაფრთხილებები: მარტინს ინდი (45'), დემიკელისი (49'), ჰუნტელაარი (105').


მთავარი არბიტრი:  ჩაკირი (თურქეთი)


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016