reportiori.ge - იერიში ტვინებზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:14
პრეს-დაიჯესტი
იერიში ტვინებზე
ავტორი:
10 ივლისი, 2014. 17:18


„ასავალ-დასავალი" ჯერ კიდევ 22 წლის წინათ, 1992 წელს წერდა ამ ფრიად გასაიდუმლოებული ტექნოლოგიების შესახებ. მაშინ ფსიქოტრონული იარაღის თემა მავანს ლამის ფანტასტიკის სფეროდან ეგონა გამოხმობილი, მაგრამ დრომ საპირისპირო დაამტკიცა. გაზეთ „სოვერშენნო სეკრეტნოს" ბოლო ნომერში (2014  წლის 1-8 ივლისი, №9 (309) დაიბეჭდა მრავლისმთქმელი წერილი მასობრივი დამორჩილების ფსიქოტრონული იარაღის შესახებ, რომელიც  2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის რეჟიმმა თბილისში დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენა.


ფსიქოტრონული იარაღი მასობრივი განადგურების საშუალებას წარმოადგენს და მიზნად ისახავს ადამიანის ფსიქიკის მართვას. იგი ეფუძნება ნებელობის დათრგუნვის პრინციპს და ზეგავლენას ახდენს ამა თუ იმ სუბიექტის ქცევაზე სამოქალაქო ცხოვრებისა თუ ომიანობის პირობებში. არავითარი აფეთქება, ნგრევა ან რადიაქტიული დაბინძურება, - მოწინააღმდეგეს, უბრალოდ, არნახული პანიკა იპყრობს და მაღალი ან დაბალი სიხშირის გენერატორებით გამოწვეული ზემოქმედების შედეგად დარეტიანებული ტოვებს იქაურობას. რაც მთავარია, დამთრგუნველი სიგნალის გადაცემა შესაძლებელია საყოფაცხოვრებო დანიშნულების საკომუნიკაციო მოწყობილობებით, მათ შორის, მობილური ტელეფონების მეშვეობით. მართათლია, ფსიქოტრონული იარაღის გამოყენება ჭრილობებს არ ტოვებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იწვევს შეუქცევად პროცესებს ადამიანის ორგანიზმში, ამა თუ იმ გენეტიკურ მუტაციებს და ცალკეულ შემთხვევებში - ლეტალურ შედეგებსაც!


***

ფსიქოტრონული იარაღის საცდელი ნიმუშები მესამე რაიხში შეიქმნა. 1933 წლიდან „SS"-ის შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი ასეთი კვლევითი ცენტრი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგროვებდა ინფორმაციას ფსიქოტრონული კვლევების განხრით. საექსპერიმენტოდ იყენებდნენ საკონცენტრაციო ბანაკების ბინადართ. 1941 წლიდან ამ ტიპის ლაბორატორიები შეიქმნა უშუალოდ სიკვდილის ბანაკებში. მასობრივმა ცდებმა სერიოზული სტიმული მისცა ფსიქოტრონული იარაღის სრულყოფას. შემორჩენილ კინოქრონიკაში ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ძოვენ ბალახს და გაუცნობიერებლად მოძრაობენ. ექსპერიმენტები იმდენად სასტიკი იყო, რომ ცდისპირებს დაყოვნებლივ ანადგურებდნენ. გერმანიის დამარცხების შემდეგ საიდუმლო მასალების დიდი ნაწილი მოისპო, თუმცა, ცალკეული გამოკვლევები ამერიკის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. 1947 წელს მოკავშირეებმა გერმანიიდან გაიყვანეს დაახლოებით 600 მეცნიერი, რომლებიც ფსიქოტრონულ გამოკვლევებზე მუშაობდნენ. ამ მიმართულებით სულ მალე მსოფლიო ლიდერები გადნენ საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. საბჭოეთში ფსიქოტრონული იარაღის შექმნაზე ინტენსიური კვლევები წარმოებდა პუშჩინოს სამეცნიერო ცენტრში, აგრეთვე სსრკ მეცნიერებათა აკადემიის თეორიული და ექსპერიმენტული ბიოფიზიკის ინსტიტუტში. 1992 წლიდან კი, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში მასობრივად მიიღეს მოსკოვის სამეცნიერო სასწავლებლების კურსდამთავრებულები, ფსიქოანალიზის, ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის განხრით.


საბჭოთა კავშირში ფსიქოტრონული იარაღის პროგრამა „რადიოსონის" სახელწოდებით იყო ცნობილი. თავად ლაბორატორიის სახელწოდება ПИОН კი ასე იშიფრებოდა - психологические исследования особого назначения - განსაკუთრებული დანიშნულების ფსიქოლოგიური კვლევები. საბოლოოდ შეიქმნა მძლავრი დამასხივებელი,რომლის გამოცდაც 1957 წელს ნოვოსიბირსკის სამხედრო პოლიგონზე მოხდა. 145 კაცისაგან შემდგარმა ქვედანაყოფმა დასხივების შედეგად მომენტალურად ძილს მისცა თავი და გამოკვლევებსაც ამ მიმართულებით სერიოზული ტაბუ დაედო. უფრო მეტიც, სულ მალე გამოიცა შინაგან საქმეთა ჯანმრთელობის სამინისტროების ერთობლივი ბრძანება, რომლის თანახმად, ყველა, ვინც კრინტს დაძრავდა გონებაზე ზემოქმედების შესაძლებლობაზე ან, ზოგადად, ფსიქოტრონულ იარღზე, დაუყოვნებლივ უნდა მოეთავსებინათ სპეციალურ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობისათვის.


საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად აღნიშნული ტიპის კვლევები მკვეთრად შეიზღუდა. არ არის გამორიცხული, რომ მუშაობა ამ მიმართულებით განახლდა რუსეთის ფედერაციაში, ყოველ შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრის ოფიციალურ მოხსენებაში 2012 წელს აღინიშნა, რომ სამხედრო უწყების წინაშე მთელი სერიოზულობით დაისვა ამოცანა კვანტური ფიზიკის თანამედროვე მიღწევების ბაზაზე ახალი ტიპის იარაღის შესაქმნელად. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის არმიის მოდერნიზაცია 2011-2020 წლებში სწორედ ამ ახალი ტიპის ფსიქოტრონული იარაღის შექმნას ითვალისწინებდეს.


***

აშშ-ში ფსიქოტრონული კვლევების თამასა არასოდეს დაწეულა. 2009 წელს პენტაგონიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომლის თანახმად, აღნიშნული სამხედრო უწყება ინტენსიურად მუშაობს შეიარაღების ახალ და უაღრესად ეფექტურ სახეობებზე. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთ უსერიოზულეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს მოწყობილობა LRAD (long Range Acoustic Device - შორი მოქმედების აკუსტიკური მოწყობილობა). ამ ტიპის პირველი საცდელი დანადგარი შეიქმნა 2000 წელს. თავდაპირველად იგი გამოიყენებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტებზე და სამხედრო ბაზებზე არასანქცირებული შეღწევის აღსაკვეთად. მოგვიანებით გაჩნდა იდეა, აღნიშნული მოწყობილობები დაემონტაჟებინათ დიდ ხომალდებზე, რათა ისინი დაცული ყოფილიყო მეკობრეთა და ტერორისტთა თავდასხმისაგან. LRAD-ი თრგუნავს მოწინააღმდეგეს მძლავრი გრუხუნით, რომელიც 150 დეციბალს აღწევს. შედარებისათვის: რეაქტიული თვითმფრინავის ძრავი დაახლოებით 120 დეციბალს გამოსცემს, მაშინ, როცა 130 დეციბალზე მძლავრი ხმა თავისუფლად აყრუებს ადამიანს. ცნობისათვის: 2005 წელს საკრუიზო ლაინერმა Seabom-მა სწორედ ამ დანადგარის გამოყენებით მოიგერია მეკობრეთა იერიში სომალის მახლობლად.


LRAD -ის ერთგვარ პროტოტიპია კონცერნ American Technology Corporation-ის მიერ გამოშვებული სერიული აკუსტიკური მოწყობილობანი - 130 დეციბალი სიმძლავრის მობილური დანადგარები, რომლებიც ჯავშანტრანსპორტიორებსა და ჯიპებზე მონტაჟდება; აგრეთვე 120 დეციბალიანი პორტატული მეგაფონები. შეიქმნა ე.წ. ხმოვანი პისტოლეტებიც - Sonyc Devestator, მაგრამ მათ აღმოაჩნდა 2 სერიოზული ნაკლი - დიდი ზომა და გასროლის კვალდაკვალ მსროლელის დაყრუება! აღნიშნული ტიპის იარაღით დაინტერესდნენ ევროპაში, ჩინეთში, ინდოეთსა და ბრაზილიაში. ისრაელში შეიქმნა ე.წ. სისტემა „ცააკა", რომელიც გამოიყენეს დემონსტრაციის დასაშლელად ისრაელში. 2005 წელს ამერიკაში შეიქმნა ფსიქოტრონული იარაღის კიდევ ერთი სახეობა მიკროტალღური ქვემეხი ADS (Active Denial System), რომელმაც რამდენიმე ასეულ მეტრზე გამოიყვანა მწყობრიდან საბარგო მანქანის ელექტრონიკა. აღნიშნული იარაღი გამოსცადეს მოხალისეებზეც. შედეგი შთამბეჭდავი აღმოჩნდა: მაღალი სიხშირის ველის (96 გგჰ) ზემოქმედებით კანის ქსოვილი შეთბა 50 გრადუსამდე და კანქვეშა უჯრედებში სითხემ ლამის დუღილი დაიწყო. აღნიშნულის კვალდაკვალ ადამიანებს დაეწყოთ აუტანელი ტკივილი და გაუჩნდათ ერთადერთი სურვილი - სასწრაფოდ გასცლოდნენ დასხივების ზონას.


***

ექსპერტთა მტკიცებით, ფსიქოტრონული (იგივე ნეირონული) იარაღი არც თუ იშვიათად საბრძოლო მიზნითაც გამოიყენება. მაგალითად, სპარსეთის ყურეში ამერიკელების შეტევის წინ ერაყის გააფთრებული წინააღმდეგობის ფრონტი დასხივდა ელექტრომაგნიტური ქვემეხებით. აშშ-ის ჯარისკაცებისათვის მოულოდნელად ერაყელებმა შეწყვიტეს ყოველგვარი პროტესტი და ერთიანად დათრგუნვილები ტყვედ ჩაბარდნენ. რიგი მტკიცებულებებით, ფსიქოტრონული იარაღი გამოიყენეს ავღანეთსა და ლიბიაშიც.


არსებობს ეჭვი, რომ 2005 წელს ამ ტიპის იარაღი რუსმა სამხედროებმა ჩეჩნეთშიც გამოსცადეს. იქ ადგილი ჰქონდა უცნობი ეტიოლოგიის დაავადების გავრცელებას, რომელსაც ახასიათებდა გუდვითი სინდრომი, გულყრა, ისტერია და პანიკური შიშები. გროზნოსა და მის შემოგარენში დაფიქსირდა 100-მდე ასეთი ფაქტი, საგულისხმოა, რომ დაზარალებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენდნენ მოზარდი გოგონები და ახალგაზრდა ქალები, თუმცა, ფსიქოტრონული იარაღის გამოყენება აღნიშნულ რეგიონში ოფიციალურად ვერ დადასტურდა თვით საერთაშორისო კომისიების მიერაც კი.


დღეისათვის ფსიქოტრონული იარაღის პრაქტიკული რეალიზაციის ერთადერთ უტყუარ ფაქტად რჩება თბილისში 2007 წლის ნოემბერში ხელისუფლების მიერ მანიფესტანტების წინააღმდეგ სპეციალური აკუსტიკური ქვემეხების (Medium Range Acoustic Device - MRAD) გამოყენება, რომლებიც აშშ-დან იყო მიღებული. ამ სისტემის მომქედება ეყრდნობა მძლავრ აკუსტიკურ გამოსხივებას, რომლის სიხშირეც 2000 ჰერცს აღწევს, ხოლო ადამიანებში იწვევს ტკივილის შეგრძნებასა და პანიკას. ამასთან ერთად გაირკვა, რომ აღნიშნული იარაღის გამოცდა ჯერაც არ არის დასრულებული, თუმცა, არსებობს გარკვეული ერაყული გამოცდილება. დასხივების კვალდაკვალ სამედიცინო დაწესებულებებს თბილისში 508 ადამიანმა მიმართა. დაზარალებულებს აღენიშნებოდათ გონების დაბინდვა, პანიკა და მახსოვრობის დაქვეითება.


ექსპერტთა აზრით, თბილისური ექსპერიმენტის დროს, დემონსტრანტებზე გამოიცადა, როგორც მინიმუმ, 2 სახეობა ფსიქოფიზიკური იარაღისა.


ფოტოსურათებზე:

ფსიქოქრონული იარაღი თბილისში, 2007 წლის 7 ნოემბერს

 

 

 

 

 

 

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016