reportiori.ge - თელავში სტალინის ახალადგახსნილი ძეგლი შეღებეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:06
საზოგადოება
თელავში სტალინის ახალადგახსნილი ძეგლი შეღებეს
ავტორი:
02 სექტემბერი, 2013. 11:20

გუშინ თელავში, ე.წ. ზუზუმბოს მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმოდ გახსნილი სტალინის ძეგლი გვიან ღამით აგურისფრად შეღებეს და გაურკევევლი წარწერები და ნახატები გაუკეტეს. თუ ვინ და რატომ შეღება ახლად დადგმული ძეგლი, ჯერჯერობით უცნობია.

სტალინის ძეგლი, მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან საერთაშორისო ორგანიზაცია "სტალინელისა" და ვეტერანთა კავშირის ორგანიზებით თელავში გუშინ გაიხსნა. მონუმენტი ვეტერანებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს და გვირგვინებით შეამკეს.

აღსანიშნავია, რომ გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თელავში საზეიმო ვითარებაში დადგმული სტალინის ძეგლი შესაძლოა 2 სექტემბერს უკვე აეღოთ. ამ საკითხით ზედამხედველობის სამსახური დაინტერესდება. ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დიმა ბოჭორიძემ განაცხადა და განმარტა, რომ სტალინის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში ოფიციალური განხილვა არ შემდგარა და შესაბამისად, ნებართვაც არ გაცემულა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016