reportiori.ge - „დიდგორი 2013“ -ის გახსნის ცერემონიალი დღეს გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:42
საზოგადოება
„დიდგორი 2013“ -ის გახსნის ცერემონიალი დღეს გაიმართა
ავტორი:
02 სექტემბერი, 2013. 11:23

ეროვნული საასწავლო ცენტრ „კრწანისის" სამწყობრო მოედანზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2013"-ის გახსნის ცერემონიალი დღეს გაიმართა.

სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა  ვახტანგ კაპანაძემ. მან სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მსგავსი სწავლება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არ ჩატარებულა.

ამ სწავლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან  უწყებათაშორისი სამეთაურო სწავლება ხდება -  კრიზისზე რეაგირებიდან დაწყებული  საომარი მოქმედებების მართვით დამთავრებული. კარგია, რომ ძალიან აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა უწყება. იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესეო იქნება ეს სწავლება. მიღებული გამოცდილება ნამდვილად წაადგება როგორც ქვეყნის კრიზისის მართვის სისტემის  ჩამოყალიბებას, ასევე შეიარაღებული ძალების კრიზისის მართვის სისტემის განვითარებას" - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ.

„დიდგორი 2013"-ს აშშ-ის ევროპის სარდლობის წარმომადგენლობაც დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ „დიდგორი 2013" სამთავრობო უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს და კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად.

სწავლებაში ჩართულები არიან საქართველოს შეიარაღებული ძალები, სხვადასხვა სამინისტროებისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

სწავლება „დიდგორი 2013" 9 სექტემბრამდე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" და სენაკში გაიმართება.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016