reportiori.ge - დამასკოში მყოფი საქართველოს 18 მოქალაქე დახმარებას ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:21
საზოგადოება
დამასკოში მყოფი საქართველოს 18 მოქალაქე დახმარებას ითხოვს
ავტორი:
02 სექტემბერი, 2013. 11:40

საქართველოს18-მა მოქალაქემ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილი ავიაბილეთებით სარგებლობა ვერ მოახერხა და ისინი ამ დრომდე დამაასკოში რჩებიან.

არსებული ინფორმაციით ამის მიზეზი სირია-ლიბანის საზღვარზე არსებული რიგებია.

დამასკოში მყოფი საქართველოს მოქალაქის ნარგიზა ლომთათიძის განცხადებით, სირიის დედაქალაქში დარჩენილ ქართველებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია და კონფლიქტის ეპიცენტრში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დამასკოს დასატოვებლად თურქეთ-სირიის საზღვრის ერთი საათით გახსნას ითხოვენ.

"დამასკოში სასტუმროში ვართ, არ გამოვსულვართ და ველოდებით პასუხს. გაგვაგებინონ რა ხდება, ან პირობა მოგვცენ რომ ყურადღებას მოგვაქცევენ, ან მტკიცე უარი გვითხრან. ვერ გავიგე რა ხდება. ერთი საათით გაგვიხსნან თურქეთის საზღვარი და ჩვენ თვითონ გავალთ, იქიდან თურქეთში შევალთ და გადავალთ თბილისში. სახელმწიფო თუ ზარალდება, არ გვინდა ეს მათი ხარჯები. საზღვარზე აქიდან კი გვატარებენ, მაგრამ თურქეთი არ გვიშვებს, რადგან სირიასთან საზღვარი დაკეტილი აქვს,"- განაცხადა ნარგიზა ლომთათიძემ.

შეგახსენებთ, რომ სირიის დედაქალაქ დამასკოში რამდენიმე დღეა არეულობაა. სამთავრობო ჯარების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას ათობით ადამიანი და არასრულწლოვანი ემსხვერპლა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016