ცნობილ ჟურნალისტს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, მიხეილ დავითაშვილს, წელს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა. 1960-1985 წლებში გაზეთ „სოფლი ცხოვრების“ რედაქტორის, მიხეილ დავითაშვილის საიუბილეო საღამო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა.
ღონისძიებას მწერლები, ღვაწლმოსილი ჟურნალისტები, მეცნიერები, აკადემიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და მიხეილ დავითაშვილის შთამომავლები დაესწრნენ.
საღამოს ფარგლებში გაიმართა ფოტო-გამოფენა, წიგნის პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება. შეკრებილმა საზოგადოებამ მიხეილ დავითაშვილის მოღვაწეობიდან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტები გაიხსენა.
საღამოს ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ვახშამი გაიმართა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა მიხეილ დავითაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ამასთან, აღნიშნული ღონისძიება ქართველთა და ებრაელთა 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს ეგიდით ჩატარდა.