reportiori.ge - დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკასთან მიმდინარე აქციას ეხმაურება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:19
საზოგადოება
დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკასთან მიმდინარე აქციას ეხმაურება
ავტორი:
02 სექტემბერი, 2013. 13:11

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, იაშვილის კლინიკაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ "სკანდალებზე" ინფორმირებულია. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა კლინიკა მფლობელებმა რამდენიმე დღის წინ ყველასგან დაუკითხავად გაყიდეს.

"ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კლინიკაში მომხდარ სკანდალებზე ჩვენთვის ცნობილია და მინისტრის პირველი მოადგილე დღეს ადგილზე იმყოფება. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს კლინიკის ახალი მფლობელი თურქია თუ სხვა ეროვნების, რადგან კანონის წინაშე ყველას თანაბრად მოუწევს პასუხისგება", - განაცხადა სერგეენკომ და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საქმის კურსში არც კლინიკის ახალ მფლობელს ჩაუყენებია.


იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმების ნაწილი საავადმყოფოს წინ საპროტესტო აქციას მართავს. ისინი აპროტესტებენ საავადმყოფოს ინვესტორის " უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის " წარმომადგენლის თექინ ატიკის საქციელს.

როგორც ექიმები აცხადებენ, მას შემდეგ რაც " უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა " იაშვილის კლინიკასთან ერთად კიდევ ოთხი კლინიკა შეიძინა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, იაშვილის კლინიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თექინ ატიკი კლინიკაში, ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მიდის. ექიმები იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, თექინ ატიკი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაც არის და ამიტომ მედპერსონალის მიმართ არაადეკვატურია. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016