reportiori.ge - დღევანდელ დღეს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:07
კულტურა
დღევანდელ დღეს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი დაიბადა
ავტორი:
14 ივლისი, 2014. 12:08


ჩოლოყაშვილების საგვარეულოს წარმომადგენლები საქართველოს ისტორიაში გამოირჩეოდნენ სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულითა და გმირული თავდადებით. ქაიხოსრო (მეტსახელად ქაქუცა) ჩოლოყაშვილი XVII საუკუნის ეროვნული გმირის, 1659 წლის ანტიირანული ამბოხების სულისჩამდგმელის, ბიძინა ჩოლოყაშვილის პირდაპირი ჩამომავალი იყო.



ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი 1888 წლის 14 ივლისს კახეთში, სოფელ მატანში დაიბადა. მისი დედ-მამა იყვნენ დარია და იოსებ ჩოლოყაშვილები. ქაქუცა სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც 1907 წელს დაამთავრა. 21 წლის ასაკში ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, სადაც ოფიცრის წოდება მიიღო. 1912 წელს, გათავისუფლდა სამხედრო სამსახურისგან და საქართველოში დაბრუნდა. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი, რის შემდეგაც საკუთარ მამულში სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.



1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ქაიხოსრო ჯარში გაიწვიეს. ის იბრძოდა აღმოსავლეთის, კერძოდ - ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ფრონტზე, სადაც ხელმძღვანელობდა ესკადრონს. ბრძოლაში ჩადენილი გმირობისთვის ის ოქროს ხმლით დააჯილდოვეს.



განკურნების შემდეგ,1915 წელს, ქაქუცა ჩაეწერა ახალდაარსებულ საქართველოს ცხენოსანთა რაზმში, რომელიც ნიკოლოზ ბარათოვის ხელმძღვანელობით სპარსეთში იბრძოდა. რაზმმა წარმატებული რეიდი განახორციელა და მესოპოტამიის უდაბნოს გავლით შეუერთდაბრიტანეთის არმიას.



1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შევიდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩოლოყაშვილი საქართველოს არმიის პოლკოვნიკი გახდა და მონაწილეობდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში. 1919 წელს გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. სომხეთ-საქართველოს ომის და რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმძღვანელობდა ქართულ კავალერიას. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შემდეგ საქართველოს მთავრობასთან და არმიასთან ერთად დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი.



1923 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი რამდენიმეჯერ დაესხა თავს წითელ არმიას. ამასობაში „დამკომმა" გადაწყვიტა 1924 წლის თებერვალში აჯანყება დაწყებულიყო, მოგვიანებით თარიღმა აგვისტოთვის გადაიწია. ქაქუცა აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების მომზადებაში. მან თითქმის 600-მდე კაცი მოაგროვა.



აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ჭიათურაში აჯანყება 28 აგვისტოს დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად არია შეთქმულთა გეგმები და ხელისუფლებას გაუადვილა მისი ჩახშობა.



ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ოქტომბრის ბოლოს 26 თანამებრძოლთან ერთად თურქეთის გავლით საფრანგეთში გადაიხვეწა და საქართველოს ემიგრირებული მთავრობის რეზიდენციაში ცხოვრობდა. საქართველოში დარჩენილი მისი სიმამრი ილია მეღვინეთუხუცესი დახვრიტეს, მეუღლე ნინოს ასევე დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ ქალიშვილებთან, 7 წლის თამართან და 3 წლის ქეთევანთან ერთად, გადაასახლეს.


1930 წლის 27 ივნისს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ტუბერკულოზის შედეგად გარდაიცვალა.


ანდერძისამებრ, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რათა ასე უფრო იოლად მოხერხდებოდა მისი ფერფლის საქართველოში მოხვედრა. ჩოლოყაშვილის ანდერძი არ შესრულდა და იგი დაკრძალეს პარიზის მახლობლად, სენტ-უანის სასაფლაოზე. მოგვიანებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.


მხოლოდ 75 წლის შემდეგ ახდა საქართველოს ეროვნული გმირის ოცნება და მისი სხეული მშობლიურ მიწას მიაბარეს. 2005 წლის 20 ნოემბერს პარიზიდან სპეციალური ავიარეისით ჩამოაბრძანეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი. დღის 15:23 საათზე მისი სასახლე დაასვენეს თბილისის ზ. გამსახურდიას სახ. საერთაშორისო აეროპორტში და მის პატივსაცემად აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი (თავისუფლება). მოგვიანებით, მისი ნეშტი მოტოციკლებისა და მხედართა ესკორტის თანხლებით გადაასვენეს წმ. სამების საკათედრო ტაძარში ელიას მთაზე (ავლაბარი), სადაც მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.



მეორე დღეს, ქართველმა ერმა ღირსეული პატივი მიაგო თავის საამაყო შვილს. ათიათასობით ადამიანმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, რომლის ცხედარიც ჯერ მამადავითის მონასტერში დაასვენეს, ხოლო პანაშვიდის გადახდის შემდეგ იგი დაკრძალეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.



2005 წლის 21 ნოემბერს, თბილისში, 15:15 საათზე, თავისუფლებისთვის მებრძოლი დიდი მამულიშვილის ქაიხოსრო ( ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ნეშტი მშობლიურ, ქართულ მიწას მიაბარეს.





 (მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016