იაშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის მედპერსონალი კომპანია „უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპს," რომელიც კლინიკის ახალი მფლობელია, უნდობლობას უცხადებს და თურქ მეპატრონეს შეურაცხმყოფელ ქმედებებში ადანაშაულებს.
კლინიკასთან ამ დროისთვის ექიმების საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია მიმდინარეობს.
როგორც ექიმები აცხადებენ, ახალი ინვესტორი ცდილობს იაშვილის კლინიკა და სხვა პედიატრიული კლინიკები თურქული ჯანდაცვის სისტემაზე გადაიყვანოს. თურქეთში სამედცინო მომსახურება ძვირია და შესაბამისად, ქართველი პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი არ იქნება.
ცოტა ხნის წინა საპროტესტო აქციაზე ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე მივიდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, ბიზნესინტერესები წინ სამედიცინო სისტემაზე წინ ვერ დადგება და თუკი კლინიკაში რაიმე დარღვევა არსებობს, ეს ყველაფერი განხილული უნდა იქნას არა საპროტესტო აქციებზე, არამედ შესაბამისი სტრუქტურების მიერ მრგვალ მაგიდასთან, მოლაპარაკებების საფუძველზე.
იაშვილის კლინიკაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აღნიშნული კლინიკა "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა" შეიძინა. ექიმების განცხადებით, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი თექინ ატიკი, მედპერსონალს უდიერად და უხეშად ექცევა.
ექიმების განცხადებით, თექინ ატეკმა რამდენიმე თანამშრომელი კაბინეტში დაიბარა და ინტიმური ურთიერთობის სანაცვლოდ ხელფასის გაორმაგება შესთავაზა.