reportiori.ge - იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ექიმები თურქ ინვესტორს შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:13
საზოგადოება
იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ექიმები თურქ ინვესტორს შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ
ავტორი:
02 სექტემბერი, 2013. 14:12

იაშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის მედპერსონალი  კომპანია „უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპს," რომელიც კლინიკის ახალი მფლობელია, უნდობლობას უცხადებს და თურქ მეპატრონეს შეურაცხმყოფელ ქმედებებში ადანაშაულებს.   
კლინიკასთან ამ დროისთვის ექიმების საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია მიმდინარეობს. 
 როგორც ექიმები აცხადებენ, ახალი ინვესტორი ცდილობს იაშვილის კლინიკა და სხვა პედიატრიული კლინიკები თურქული ჯანდაცვის სისტემაზე გადაიყვანოს. თურქეთში სამედცინო მომსახურება ძვირია და შესაბამისად, ქართველი პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი არ იქნება. 
ცოტა ხნის წინა საპროტესტო აქციაზე ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე მივიდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, ბიზნესინტერესები წინ სამედიცინო სისტემაზე წინ ვერ დადგება და თუკი კლინიკაში რაიმე დარღვევა არსებობს, ეს ყველაფერი განხილული უნდა იქნას არა საპროტესტო აქციებზე, არამედ შესაბამისი სტრუქტურების მიერ მრგვალ მაგიდასთან, მოლაპარაკებების საფუძველზე. 
 იაშვილის კლინიკაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აღნიშნული კლინიკა "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა" შეიძინა. ექიმების განცხადებით, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი თექინ ატიკი, მედპერსონალს უდიერად და უხეშად ექცევა. 
ექიმების  განცხადებით, თექინ ატეკმა რამდენიმე თანამშრომელი კაბინეტში დაიბარა და ინტიმური ურთიერთობის სანაცვლოდ ხელფასის გაორმაგება შესთავაზა.  

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016