reportiori.ge - საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:40
პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 11:56

ახალციხესა და გორში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა იგეგმება. ზურაბ აბაშიძის განცახდებით, ამ წუთებში სხდომა უკვე იწყება. იგი აღნიშნავს რომ შეხვერაში უმცირესობის წარმოამდგენლები მონაწილეობას არ იღებენ. ერთ-ერთი განსახილველი თემა საქრთველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მყოფი პირის უცხო ქვეყნის მოქალაქეობა იქნება.  განიხილება პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხის დასმა, ასევე საკონსტიტუცი ცვლილებების კანონპროექტზე  პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის საჭირო კვორუმის საკითხზე იმსჯელებენ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“  გორში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსთავში მიმდინარე სხდომისას  უმცირესობის  წევრებსა და „ქართული ოცნების“ მხარადმჭერებს შორის შელაპარაკება  მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“   განმარტებით,  მსგავს პირობებში საკითხებზე მსჯელობას  აზრი არ აქვს.

 

საყოველთაო-სახალხო განხილვები უკვე ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში. მასში მონაწილეობას ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და პოლიტიკური პატიების წარმომადგენლები მიიღებენ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016