reportiori.ge - „წერილსა გწერ, მეწუნწკლება მელანი, მატროსოვზე მამიკითხე ყველანი!“ – რა წერილებს სწერენ გიგი უგულავას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:41
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„წერილსა გწერ, მეწუნწკლება მელანი, მატროსოვზე მამიკითხე ყველანი!“ – რა წერილებს სწერენ გიგი უგულავას?
ავტორი:
14 ივლისი, 2014. 18:26



გიგი უგულავას დაპატიმრებამ ქართული ბომონძი შოკში ჩააგდო. ბომონძის წევრები წერენ წერილებს, ავრცელებენ ვიდეომიმართვებს, მშვიდობის ხიდზე აწყობენ აქციებს, ქმნიან ფეისბუკის გვერდებს და ასე შემდეგ. გინდა, არ გინდა, ქართული ბომონძი მაინც ახდენს საკუთარი თავის ლუსტრაციას, ახლა უკვე ცხადია, ვის კვებავდა გიგილო უგულავა ჩვენი ფულით წლების განმავლობაში და რატომ ედგა ზოგიერთი "ხელოვანი ნაცმოძრაობას გვერდით. არა, ჩვენ უგულავას ბომონძის შესახებ ადრეც ვიცოდით, არაერთი სტატიაც დაგვიწერია, მაგრამ როცა ადამიანები გამოდიან და ყველაფერს თავად აღიარებენ, ეს უკვე სასიამოვნო ტენდენციაა. მოკლედ, გადავიდეთ კონკრეტულად წერილების შინაარსზე, ვნახოთ, ვინ როგორ განიცდის გიგის დაპატიმრებას. მაგალითად, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, იგივე ნიკა მემანიშვილი გულდაწყვეტილია იმის გამო, რაც მოხდა და გულახდილად ამბობს, გიგიჯან, შენ ერთადერთი იყავი, ვინც წინა ხელისუფლებაში პატივს მცემდაო. აჰა, ნახეთ, სად გაიჭედა ეს ჯოხოსანი ხელოვანი: 

 

ჩემო გიგი, მინდა დიდი მადლობა გითხრა, რომ წინა წლებში თითქმის ერთადერთი იყავი მთელს შენს პოლიტიკურ გუნდში, ვისგანაც ვგრძნობდი პატივისცემას და სიყვარულს. დიდი მადლობა რომ ისეთი გუნდი გყავდა მერიაში (ლალიკო, მამუკა, ფატი, ნეკა, შოთიკო), რომლებთან თანამშრომლობა ერთი სიამოვნება იყო და არის ყველასთვის, ვინც თბილისში შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. დიდი მადლობა, რომ, აგრეთვე, შენი გუნდის მრავალი წევრისგან კარდინალური განსხვავებით ერთი წუთით არ მიგიტოვებია უფროსი თაობა, ამიტომ უყვარხარ და გგულშემატკივრობენ ჩვენი მხცოვანი კომპოზიტორები, მსახიობები, მწერლები. დიდი მადლობა, რომ ერთადერთი იყავი შენს ლელასთან ერთად, ვინც შენი პოლიტიკური გუნდისადმი კრიტიკული განწყობის გამო გარიყული და აკრძალული ნატო მეტონიძის გულშემატკივრობა არც ერთი წუთით შეგიწყვეტია და პირველი იყავი, ვინც შენი კოლეგების მიერ ერის მოღალატედ გამოცხადებულ პაატა ბურჭულაძეს ხელი გაუწოდე და გულნატკენი ხელოვანი ხელახლა შემოაბრუნე სამშობლოსკენ. დიდი მადლობა, რომ ელისო ვირსალაძის ფესტივალის აღდგენა ჩაიდე თავში და ყველაფერი გააკეთე ამისთვის. დიდი მადლობა, რომ საოცარი თეატრალური ფესტივალი დააარსე და ჭოლასა და ეკა მაზმიშვილს ჩააბარე... დიდი მადლობა, რომ ყოველ თბილისობაზე უბრალო პოპ მუსიკის კონცერტს კი არ გეგმავდი, არამედ ერთობლივად საათობით ვსხდებოდით და ვმსჯელობდით, ფართო საზოგადოების გემოვნების ამაღლებისთვის რა რეპერტუარი ყოფილიყო უპრიანი. სწორედ შენი პროექტების დამსახურებით მომიწია დიდი ქართველი კლასიკოსების ათობით შესანიშნავი და ზოგჯერ მივიწყებული სიმღერის გაორკესტრება და შესრულება. შენი სურვილი იყო სიმფონიური ორკესტრი გამხდარიყო სახალხო და ამისთვის ქალაქის დღესასწაულებზე მათთვის ჰონორარსაც არ იშურებდი, რაც იმ წლებში ერთადერთი დამატებითი შემოსავლის წყარო იყო ყველაზე დაბალანაზღაურებადი ეროვნული ორკესტრის მუსიკოსებისთვის. საყვედურიც გეკუთვნის, ყველას გვქონდა იმედი, რომ ჩვენს ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საკონცერტო დარბაზს მიხედავდი. მით უფრო, რომ ლიანა ისაკაძისა და ჩვენი ორკესტრის კონცერტის დასასრულს საჯაროდ დაჰპირდი ყველას, მაშინ ხომ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი იწყებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ისევ იმ დღეში ვართ ახლა, შეიძლება უარესშიც კი, დარბაზი დაიხურა სიცოცხლისთვის საშიში პირობების გამო. დიდი იმედი მაქვს, რომ ამჟამინდელი მთავრობა მომეხმარება და ქუჩაში არ დატოვებს 90-წლიანი ისტორიის მქონე კოლექტივს, პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა კიდეც. თუმცა არ შემიძლია, არ გითხრა კიდევ ერთი მადლობა იმის გამო, რომ შენი მერობის დროს თბილისის მერია იყო ერთადერთი უწყება, რომელიც ჩვენი მუსიკალური ცენტრის პროექტებს აფინანსებდა. ჯერ მარტო საოცარი საგუნდო ფესტივალი და ნიჭიერ ბავშვთა დათვალიერება-კონკურსები რად ღირს, რამდენი შესანიშნავი კონცერტი ჩატარდა და ტარდება დღესაც. რამდენ რამეს ვერ ვიხსენებ, სუხიშვილები და ჩვენი ორკესტრის პროექტი გახსოვს? რა მაგარი გამოვიდაფილარმონიაში რამდენი კომპოზიტორის საავტორო საღამო გაკეთდა მერიის ხელშეწყობითმაცაცო, ნუნუ, მარიკა, ბიძინა, ვაჟა, ნანი ბრეგვაძის განუმეორებელი ბენეფისიდა როკისა და ალტერნატივის ქართველი მომღერლების პროექტი ჩვენს ორკესტრთან ერთად რა მაგარი იყო შუშის ხიდის ქვეშ, ზედ სანაპიროზე. ხოდა, ჩემო მეგობარო, მინდა გისურვო მხნეობა, სიმტკიცე და სიძლიერე, სინანული და სიხარული, ჯანმრთელობა და დროული დაბრუნება. 

 

ნიკოლოზ რაჭველის წერილის ასე ვრცლად გადმოტანას არ ვაპირებდი, მაგრამ ვინაიდან ეს გახლავთ .. აღიარებითი ჩვენება, ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. ესე იგი, ჩემო გიგი, გახსოვს, რა მაგარი იყო, როცა ჩვენთვის ჰონორარებს არ იშურებდიო? – ამბობს რაჭველი. შენ ერთადერთი იყავი, ვინც პატივს მცემდაო, ანუ შენ ერთადერთი იყავი, ვინც ფულს მაძლევდა, თორემ ჯოხი ხელში გამიხმებოდაო. 

 

დიდი მადლობა, გიგი, შენ არასოდეს დაგვიწყებია უფროსი თაობა მწერლები, კომპოზიტორები, მსახიობები. იყო დრო, როცა ისინი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ ნაცმოძრაობას, მაგრამ როგორც კი ფული ჩაუდე ჯიბეში და 5-ათასლარიანი იუბილეების გადახდაც დაიწყე, ეგრევე ხოტბა შეგასხეს. მადლობა, გიგი, თურმე პაატა ბურჭულაძეც მოგიბრუნებია სამშობლოსკენ, მისთვის ხელი გაგიწვდია. ვაი, იმ პაატა ბურჭულაძეს, ყაჩაღი უგულავას ხელის გაწვდაზე რომ მოუბრუნდება გული და სამშობლოში დაბრუნდება. გიგი, გახსოვს მაცაცო, ნუნუ, მარიკა, ბიძინა და ვაჟა? ან ნანი ბრეგვაძის განუმეორებელი ბენეფისი? აუ, ძაან მაგარი იყო, შენ ხომ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ქართველების კულტურულ დონეს ამაღლებდი და თან ფულსაც აკეთებდი? გახსოვს, როგორ გეზიზღებოდა ერისიონი და როგორ გიყვარდა "სუხიშვილები"? გახსოვს, როგორ გეზიზღებოდა ირინა ენუქიძე და როგორ გიყვარდა ნინა წკრიალაშვილი - ქართველი დედის ეტალონი? გიგი, ძაან მაგარი იყო შუშის ხიდის ქვეშ გამართული ღრეობები რაჭველის ორკესტრთან ერთად მაშინ, როცა თბილისელების 30 პროცენტი ნაგვის ურნებში იქექებოდა. 

 

ეეე, ნიკოლოზ, გაიღვიძე, დეპოში ხარ, გიგის მიერ მომზადებული სალაფავი ცხვირწინ აგაცალეს და იმდენ თავხედობასაც კი იჩენ, ციხეში გამოკეტილ ადამიანს საყვედურობ, ორკესტრის შენობა რატომ არ გამირემონტეო? როგორც ჩანს, შენი ასეთი ნაგლობის გამო წინა ხელისუფლებაშიც კი არავის ეპიტნავებოდი, მაგრამ რაკი უგულავას ჯიბეზე იყავი ძაღლივით მიბმული, მაინც ნაციონალების დაკვეთით უკრავდი. ნიკოლოზ, ნახე, რას წერს მსახიობი ლილი ხურითი: 

 

მშვიდობის ხიდზე გამართულმა აქციამ გული ამიჩუყა. სულხან მოლაშვილი რომ დაიჭირეს, აქცია კი არა, წერილი მისწერეს მაშინდელ პრეზიდენტს, თხოვნა-მუდარის წერილი, რომ სახლში გამოეშვათ, სანამ სასამართლო ჩატარდებოდა. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და თან 3 თოთო ბავშვი ჰყავდა. სტეფანესა და ლელას ხელმოწერა არ იყო. სია ჭაბუა ამირეჯიბით და ანა კალანდაძით იწყებოდა და ოთარ მეღვინეთუხუცესით მთავრდებოდა. მეორე დღეს რა აღარ უწოდა მათ სააკაშვილმა - მოლაშვილის ნასუფრალით ნაკვები ინტელიგენციაო. დორბლები ყარა და მას მერე დაიწყო ჩარეცხვის ხანა. მოლაშვილს თანამშრომლებზე პრემიების სახით გაცემულ თანხას ედავებოდნენ. გიგის? 

 

არ მოქმედებს თქვენი ცრემლები ჩემზე, ძვირფასო კოლეგებო! 

 

ღმერთო, მაპატიე, მაგრამ გიგისტების ნაჯღაბნები სამძიმრის დეპეშებს უფრო ჰგავს, ვიდრე სევდიან ბარათებს. მაგალითად, მომღერალი ეკა მამალაძე უგულავას სიკეთეებს ვერ უკარგავს: 

 

ბევრ ადამიანს შეილება სულ სხვა აზრი აქვს და ძაან ნეგატიურიც, მაგრამ ნუ, მე ასეთი ვარ, მე ჩემი დამოკიდებულება, ჩემი... ჩემი კოლეგები, სხვათა შორის, არ იყო ადამიანი, რო გიგი არ დახმარებოდა. არ შეილება, უნდა იყო ძალიან უნამუსო, რო ვერ დაინახო... ქალაქი გალამაზდა, გასუფთავდა, რაც მთავარია, რაღაცა ძვრები იყო. რა ვიცი, მე გიგის დროს ქალაქში ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს.

 

არა, ეს ვიდეოჩანაწერი თავად უნდა ნახოთ, ეკას საუბრის მანერა და ტონი თავად უნდა აღიქვათ: ნუ, იცით, რაშია საქმე? გიგის სიკეთეები რომ ვერ დაინახო, უნამუსო უნდა იყო, მის დროს ქალაქში თავს ძალიან კარგად გრძნობდა, მაგრამ ახლა შეილება ისეთი სიტუაციაა, რააა, აქეთ რომ გიგი გიხდის იუბილეებს და არც ჰონორარებს იშურებს, იქით ბიძინა ივანიშვილი რიცხავს ნანის ანგარიშზე თანხას... ნუ, ახლა, ძალიან დაბნეულია ეკა, ცოტა არასასიამოვნო მდგომარეობაა. არა, როცა ორივე მხარე გაძლევს ფულს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ აი, უბრალოდ, ხანდახან დაიბნევი პატიოსანი ადამიანი. მოკლედ, აქ მთავარია, რომ ქალაქი გალამაზდა და გასუფთავდა, გიგიმ რამდენი მოიპარა, ეგ არ არის საინტერესო. ბოლოს და ბოლოს, რომ არ მოეპარა, ნიკოლოზს და ეკას საიდან მისცემდა? ახლა ამათ რაში აინტერესებთ, ჯამბულ გამცემლიძეს შვილი რომ ჩაუცხრილეს ქუჩაში? აი, რას წერს ბატონი ჯამბული: 

 

ყველა გწერს და მეც მინდა მოგწერო, არ მიცნობ, მაგრამ მაინც ვცდი, იქნებ ჩიტმა მაინც მოგიტანოს ამბავი? ისე კი მახსოვს, შვილი, რომ დამეღუპა, სამსახურს მპირდებოდი, თან კარგ თანამდებობას, უარი რომ მიიღე, აი, ამიტომ შეიძლება არ გახსოვდე... ნეტა, რა ერქვა იმ თანამდებობას, შვილის სიყვარულს რომ სჯობდა? თუ მალე დაასახელებ იმ კორუფციულ პირამიდაში მყოფ ნაძირალებს და დიდ ნაძირალასაც მოისვამ გვერდით, მე გპირდები, დახვრეტას ჩამოხრჩობით შევაცვლევინებ. რა ძალიან ჰყვარებიათ ფული, ვინც ეხლა წერილებს გწერს... კარგია, რომ ესენი გაშიფრე. დაფიქრდი, იქნებ ეს წერილი სჯობდეს ყველას? 

 

დიახ, ჯამბულ გამცემლიძის წერილი ნამდვილად სჯობს მაცაცოების, ეკაკოების, მაკაკოების, ნინიკოებისა და ლელიკოების წერილებს. აღარაფერს ვამბობ სწიოპაზე. მოიცა, გიგი, კიდევ ვნახავ, ვინ გწერს წერილებს: მეუფე მელქისედეკი (ერთი მღვდელი ყველგან უნდა იყოს), ეკა ჩაგელიშვილი, ნიკო ცეცხლაძე, ვინმე გოგი ქავთარაძე, ლულუ ღოღობერიძე, მალხაზ სონღულაშვილი, ქეთი ბაქრაძე... მოკლედ, მთელი ბომონძი შენთანაა, გიგი. კინაღამ დამავიწყდა, შენთვის ორი რამ დამრჩა სათქმელი, ერთი კარგი, ერთი ცუდი. კარგი ის არის, რომ ოთარა კობერიძე დარდობს ძალიან, ბიჭო, კაცი ტირის, მთელი ღამე გიგიზე ვფიქრობ, ალიას რომ 50 ათასი ლარი ავახიე ჩემი ძმაკაცი მოსამართლეების ხელით, იმით საფლავის ქვა ვიყიდე, ახლა ასავალ-დასავალსაც მოვუგებ პროცესს და სიდედრის ბინა რომ გაქვს გირაოდ ჩადებული, იმას დავიხსნიო. მეორე გვერდი რომ გაგიხსნეს ფეისბუკში, მხოლოდ 2 ათას 383 ადამიანს აქვს მოწონებული (იქიდანაც ბევრი ჟურნალისტია, რომლებიც, ჩემი არ იყოს, ყველა ასეთ გვერდს იწონებენ, რამე რომ არ გამოეპაროთ). რა ხდება, გიგილოჯან, ამხელა საქართველოში მეტი მხარდამჭერი არ გყავს? ეეეჰ, ერთმა მეგობარმა მთხოვა, გიგის წერილი დავუწერე ლექსად, მაგრამ არ ვიცი, როგორ გავუგზავნო, დამეხმარეო. ჰოდა, აგერ, გიგზავნი: 

 

წერილსა გწერ, მეწუნწკლება მელანი, 

მატროსოვზე მამიკითხე ყველანი!

 

გელა ზედელაშვილი

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა“


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016