reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: „ნაცმოძრაობა“ შიგნით საუბრობს იმაზე, რომ ყველაფერი უნდა დაგვირგვინდეს თბილისური „მაიდანით“!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:13
პრეს-დაიჯესტი
სანდრო ბრეგაძე: „ნაცმოძრაობა“ შიგნით საუბრობს იმაზე, რომ ყველაფერი უნდა დაგვირგვინდეს თბილისური „მაიდანით“!
ავტორი:
14 ივლისი, 2014. 18:58



ბოლო დღეებში უკვე ჩნდება ინფორმაციები, რომ „ნაციონალები“ ცდილობენ, მოისყიდონ არასაპარლამენტო პარტიების წევრები,  ჯერჯერობით ქვედა და საშუალო რგოლებში. როგორც დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, სანდრო ბრეგაძე ამბობს „ქრონიკასთან“ საუბარში, „ნაციონალებმა“ საკმაოდ დიდი თანხები გადაიხადეს იმ კანდიდატების გადასაბირებლად, რომლებიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან კენჭს იყრიდნენ ადგილობრივ არჩევნებში. გათვლა მარტივი იყო, მათ შესანიშნავად იციან, რომ ყოფილი კანდიდატების ხმები კანდიდატებს არჩევნებს ვერ მოაგებინებდა, ამას შეგუებულები არიან, მაგრამ აქ გათვლაა მომავალზე:

 

– ანუ უნდა გაირღვეს წრე და ოპოზიციური ძალებისთვის „ნაცები“ აღარ უნდა იყვნენ კეთროვანები, მათთან თანამშრომლობა აღარ უნდა იყოს სირცხვილი და დისკრედიტაცია. პირველი ნაბიჯების უკვე გადადგეს ვითომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა, მეორე ეტაპზე უნდა მოხდეს სხვების გადაბირება, რათა მოხდეს ერთიანი ოპოზიციური ფლანგის შექმნა, რომელსაც დაასპონსორებენ „ნაცები“ იმ მოპარული მილიონებიდან, რაც 9-წლიანი მმართველობის პერიოდში წაიღეს.

 

– სანდრო, სხვათა შორის, ამ საკითხზე  განცხადება „ქართულმა ოცნებამაც“ გააკეთა, სადაც გარკვევით წერია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია რეგიონებში „ნაციონალებს“ გაურიგდა. ეს გარიგება უფრო მეტად 2016 წლის არჩევნებში ხომ არ იჩენს თავს?

 

– არა, ეს ყველაფერი ხდება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნებამდე გარკვეული პროვოკაციული მოქმედებებისთვის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე უნდა მოაწყოს მეორე „მაიდანი“. მე მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ დიდი თანხები გადაუხადეს სხვა პარტიების კანდიდატებს თბილისშიც და სხვა რაიონებშიც. ამჟამად „ნაციონალები“ არიან მარტო. პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ამის შემდეგ ესენი გახდებიან ე.წ. დომინანტები, ხოლო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იქნებიან ანტურაჟის როლში, რათა მათ განახორციელონ ის სცენარი, რომელზეც ოცნებობენ გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე და სხვები. დამოუკიდებლად „ნაცმოძრაობა“ „მაიდანს“ ვერ მოაწყობს, ეს კარგად იციან და ამიტომაც სჭირდებათ მოსყიდული პარტიები. აი, ამიტომ ყრიან ფულს ურეიტინგო ხალხში.

 

– ასეთი შემთხვევები მართლაც მოხდა რუსთავსა და ახმეტაში, ასევე მოხდა თბილისშიც. უნდა ვივარაუდოთ, რომ პარტიების ლიდერებიც იყიდებიან?

 

– მაგალითად, რუსთავში ეროსი კიწმარიშვილმა დაიწყო თამაში, თუ „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი გახდებოდა ქალაქის მერი, ეროსის დაჰპირდნენ რუსთავის რუხ კარდინალობას, რაც საკმაოდ დიდი თანხების მოპოვების საშუალებას იძლევა. ჩვენ გვახსოვს, ეროსი კიწმარიშვილი ვითომ დაპირისპირებული იყო „ნაციონალებთან“, ეს არის ბლეფი, ესენი მაინც სისხლით ერთნი არიან, ყოველთვის ერთმანეთისკენ მიილტვიან.

 

– ეროსი ჯერ კიდევ 2003-ში ევაჭრებოდა ასლან აბაშიძეს, ამის შესახებ ყველაზე კარგად შენ იცი. ასლანმა არ მისცა საკმარისი და ეროსი წავიდა „ნაციონალებში“ თავისი ტელევიზიით.

 

– დიახ... ამიტომაც დღეს ბევრი წავა იქით, სადაც ფულია. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ „ნაციონალები“ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, მათ არაერთი არხი აქვთ გაჭრილი შავი ფულის შემოსატანად. ყველამ კარგად ვიცით, რა თანხებს ურიცხავს კეზერაშვილი. როგორ ფიქრობ, ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ასეულობით მილიონი დოლარი აქვს გადამალული, გინდა უგულავა, გინდა ახალაიები, 50-50 მილიონს დაიშურებენ, რომ ხელისუფლება დაამხონ? რა თქმა უნდა, არ დაიშურებენ, ისინი ციხეში ჯდომას ვერ შეეგუებიან. გარდა ამისა, არ უნდა გამოგვრჩეს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არაოფიციალურად არის მილიარდერი. სწორედ ეს შავი ფული წავა ოპოზიციური პარტიების ყულაბაში. დაუკვირდი, თუ მათ დღეს მხარდაჭერა გამოუცხადეს „ნაციონალების“ კანდიდატებს, თუ სინდისსა და ნამუსზე ხელი აიღეს, დიდ ფულს რომ დაინახავენ, რას იზამენ? მე პირდაპირ გეუბნები, ც. ეგენი არავითარი არჩევნებისთვის არ ემზადებიან, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ პირწმინდად წააგებენ. სხვათა შორის, „ნაციონალწები“ სისხლის დაღვრასა და თოფის გასროლაზეც არ იტყვიან უარს. პირდაპირ აცხადებენ გივია თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, გიგა ბოკერია, ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს „მაიდანის“ სცენარითო. ისინი ამას არც მალავენ და ტელევიზიითაც კი ამბობენ. შენ როგორ ფიქრობ, მერაბიშვილს კიდევ უნდა ციხეში ჯდომა? მათ დღესვე უნდათ ხელისუფლების დამხობა და ციხეებიდან გამოსვლა. ყველაზე საშიშები ამ დროს არიან ის პოლიტიკური მეძავები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში იყიდებიან ფულზე. ბევრ მათგანს წლების განმავლობაში ვიცნობ და ისიც ვიცი, რა თანხებზე გაიყიდებიან.

 

– დღეს ყველა აღიარებს, რომ ქვეყანაში ტრიალებს შავი ფული, შემოაქვთ საიდანღაც და არის დაძაბულობა. ერთი აზერბაიჯანული არხი ჩაუვარდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, არსებობს სხვა არხებიც. არის თუ არა ვალდებული ხელისუფლება,რომ ყველა სქემა გაშიფროს და რაიმე ზომები მიიღოს?

 

– რა თქმა უნდა, ხელისუფლება ვალდებულია, რაღაც-რაღაცეები კეთდება საამისოდ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მე საერთოდ მომხრე ვარ , რომ „ნაციონალური“ მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია, აიკრძალოს. ეს არის დამნაშავე ძალა და უნდა მოხდეს მისი გასამართლება. დამნაშავე ძალის არსებობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არის ანომალია. ოპოზიცია აუცილებელია, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის შეიცავს საშიშროებას. დავანებოთ ყველაფერს თავი, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ესენი არ დაისვენებენ? ისიც ხომ ვიცით, რომ, თუ დასჭირდათ იარაღსაც აიღებენ ხელში?

 

ქვეყანაში გვიდევს ლეგალური ბომბი, რომელიც, თუ არ გავანეიტრალეთ, აუცილებლად აფეთქდება. საამისო ფაქტები გვაქვს – შავი ფულის შემოტანა, გათეთრება და ხალხის მოსყიდვა. ასევე, პრობლემები არსებობს კადრებთან დაკავშირებით, ქვედა რგოლებში ძალიან ბევრი პროკურატორი, ანუ „ნაციონალია“ ჩარჩენილი. უკვე გავიდა საკმარისი დრო, დამთავრდა ეს ყბადაღებული კოჰაბიტაცია, დამთავრდა ადგილობრივი არჩევნები და დგება მომენტი, როცა უნდა დაიწყოს ყველა უწყების გაწმენდა. მე არ ვამბობ, რომ პოლიტიკური ნიშნით უნდა გაუშვან ხალხი სამსახურიდან, ეს მიუღებელია, მაგრამ ქვეყნის მტრები საჯარო სამსახურებში არ უნდა იყვნენ, არც ქვედა დონეზე და არც ზედა დონეზე.  სხვათა შორის, „ნაციონალებს“ თავიანთი აგენტები ჩანერგილი ჰყავთ არა მხოლოდ კოალიციაში, არასაპარლამენტო პარტიებშიც. მე მათ ყოველთვის ვაფრთხილებდი და ახლაც ვაფრთხილებ, ლიდერები რომც არ გაიყიდონ, წევრები გაიყიდებიან, იმათ გადაიბირებენ ფულით. პირდაპირ ვთქვათ, „ნაცმოძრაობა“ წლების განმავლობაში არ იყო წმინდა წყლის პარტია, ეს იყო სახელმწიფო დონეზე აყვანილი ძალა თავისი აგენტურული ქსელით, რომელიც არსად არ წასულა. შეიძლება ზოგიერთი დღეს სახლში ზის, ზოგიერთი – „ნაცების“ ოფისში, მაგრამ ყველა ბინძური საქმიანობითაა დაკავებული. აი, ეს უნდა გაიწმინდოს, სხვა გამოსავალი არ არსებობს.

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა“

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016