reportiori.ge - „მარგველაშვილს არ უნდოდა, ბიძინა ივანიშვილს მისი კიდევ ერთი ღალატის შესახებ გაეგო...“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:23
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„მარგველაშვილს არ უნდოდა, ბიძინა ივანიშვილს მისი კიდევ ერთი ღალატის შესახებ გაეგო...“
ავტორი:
14 ივლისი, 2014. 19:10



მიხეილ სააკაშვილის კურთხევით საქართველოში დაფუძნდა ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერია“. დამფუძნებლები არიან: საგარეო საქმეა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე, ყოფილი დიპლომატები და ელჩები სხვადასხვა ქვეყნებში – მამუკა კუდავა, ნინო ნაკაშიძე, გია ჯაფარიძე, მამუკა გამყრელიძე, გიგი კუბლაშვილი. ასევე, მიხეილ სააკაშვილის კურთხევით ამ ჯგუფმა დააარსა ინტერნეტ-ჟურნალი „ივერია“, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობს ახალი მთავრობის ანტიპროპაგანდა და ე.წ. ინტელექტუალური დარტყმები ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. როგორც ინფორმირებული წყარო ამბობს „ქრონიკასთან“ საუბარში, ეს არის პირველი ეტაპი:

 

„მეორე ეტაპზე ეს გაერთიანება გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად და გახდება მარგველაშვილის დასაყრდენი. ეს პარტია სააკაშვილს შეფარული გზით მოუმზადებს პლატფორმას. მამუკა კუდავა და ნიკა რურუა უკვე ღიად და საჯაროდ იცავენ მარგველაშვილის ინტერესებს და დაიწყეს დარტყმები პრემიერ-მინისტრზე. აქვე უნდა ითქვას, რომ რურუა არის მარგველაშვილის ბავშვობის მეგობარი, ამას არც ერთი მალავს და არც მეორე. ამავე ჯგუფს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს გიორგი მარგველაშვილის მრჩეველთან საგარეო საკითხებში, თენგიზ ფხალაძესთან, რომელიც მათ პერიოდულად დახურულ კარს მიღმა ხვდება და აწარმოებს მოლაპარაკებებს , როგორ გააძლიერონ პრეზიდენტი. ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ მარგველაშვილი ძალიან იჩაგრება და საჭიროა მისი გამოხსნა. სწორედ ამ ჯგუფს უკავშირდება კიევის ე.წ. ინციდენტი, როცა მარგველაშვილს სააკაშვილთან შეხვედრა ჩაუწყეს. უბრალოდ, ვანო მაჭავარიანისგან ინფორმაციამ გაჟონა, ანუ მისგან გახდა ცნობილი ამ შეხვედრის შესახებ გარკვეულ წრეებში და ამიტომაც გამოაბუნძულეს. იმ ეტაპზე არ აწყობდათ ამ საქმის გამჟღავნება, მარგველაშვილს არ უნდოდა, ბიძინა ივანიშვილს მისი კიდევ ერთი ღალატის შესახებ გაეგო, თორემ ახლა პრეზიდენტის გარშემო შემოკრებილებმა და სააკაშვილის „სასტავმა“ ღიად დაიწყეს თამაში. მე ადრეც გითხარით, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ სცადა მასთან მოლაპარაკება და სიტუაციის დალაგება, მაგრამ ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, აქედან არაფერი გამოვიდა. ბოლოს და ბოლოს, რამდენჯერ უნდა დაპატიჟოს რესტორანში, რამდენჯერ უნდა გადაჰყვეს ზედ? დასხდნენ, შეთანხმდნენ, მეორე დღეს მარგველაშვილი ისევ თავისას აწვება. მართალია, ის ღიად არ ლაპარაკობს, მაგრამ კულუარებში კბილებს ილესავს და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. გარეგნულად ბუნჩულა ტიპის როლს თამაშობს, სინამდვილეში კი ბინძურ ინტრიგებს ხლართავს „ნაციონალებთან“ ერთად“.

 

გიორგი მარგველაშვილის პოზიცია გასაგებია. როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს, ის მას შემდეგ უფრო გაავდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა მოიკვეთა საკუთარი გარემოცვიდან. სწორედ ეს მომენტი გამოიყენა მიხეილ სააკაშვილმა და გამოუვიდა კიდეც მასთან კუდის გადაბმა. მარგველაშვილი თავის საქციელს იმით ამართლებს, რომ ბოლო დროს კიდევ რამდენიმე უფლება ჩამოართვეს. მაგალითად, შეიძლება მალე დადგეს დრო, როცა მას მთავარსარდლის ფუნქციაც კი შეეზღუდება. კულუარებში ლაპარაკია იმაზე, რომ პრეზიდენტს ომის შემთხვევაში სამხედრო გეგმის შედგენა აღარ შეეძლება. ახლა, მხოლოდ დროშის ტარს თუ დააჭერინებენ წინა რიგებში, ეგ სხვა საკითხია. ვინც სიტუაციას ზერელედ შეხედავს, ალბათ, იტყვის, ეს კაცი სადღაც მართალია, თუ ყველანაირ უფლებას შეუზღუდავენ, მაშინ რა უნდა გააკეთოს, სახლში ხომ არ წავაო? ინკოგნიტო წყაროს მტკიცებით, მას შემდეგ, რაც გიორგი მარგველაშვილმა საეჭვო თამაში დაიწყო „ნაციონალებთან“ ერთად და შემდეგ მიხეილ სააკაშვილსაც ჩაეხუტა, ძალიან საშიში გახდა არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც. თუ მას არ შეეზღუდება გარკვეული უფლებები, მაშინ არ არის გამორიცხული, ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტები სააკაშვილისა და „ნაციონალების“ ხელში აღმოჩნდეს:

 

„მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღარიბაშვილმა სცადა მასთან ურთიერთობის დალაგება, მაგრამ ვინაიდან მარგველაშვილი უკვე სააკაშვილის მძევალია, მისი სამომავლო მოღვაწეობა ძალიან საშიშ ფორმას იღებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენ თუ სახელმწიფო მოღვაწე ხარ და ქვეყნის  ბედი გაწუხებს, რა შუაშია მეგობრობა, რა შუაშია ძმაკაცობა? ამ ადამიანმა ვერ გააცნობიერა, რომ პრეზიდენტია, გამოდის და იძახის, ნიკა რურუა ჩემი მეგობარია, ლევან რამიშვილი ჩემი ძმაკაცია... მეგობრები დაისვას სახლში და ეთამაშოს ნარდი, საქმე მაინც არაფერი აქვს. პოლიტიკამ და სახელმწიფო ინტერესებმა არ იცის ძმაკაცობა. გარდა ამისა, სააკაშვილის „სასტავმა“ მოახერხა და მარგველაშვილს შეუქმნა კომპრომატები, ანუ ვიდეომასალა ჩეხეთში ყოფნისას. როგორც კულუარებში ამბობენ,  იქ იყო რაღაც სკანდალური სცენები და ამის გადაღება მოახერხეს. ესე იგი, ახლა სააკაშვილს ხელში უჭირავს ორი კოზირი: პირველი – მარგველაშვილის ბოღმა, ანუ ის, რომ გაბრაზებულია პრემიერ-მინისტრზე; მეორე – გარკვეული ტიპის კომპრომატები. თქვენ მარგველაშვილი ნუ გგონიათ დამჯდარი ჭკუის პატრონი, ბოლო-ბოლო, ცოცხალი ადამიანია, როცა დალევს, საკმაოდ მაგრად აფრენს“.

 

და მაინც, რა თამაშს თამაშობს თავად მიხეილ სააკაშვილი? ის ამ შემთხვევაში „ჭკვიანურ“ ვერსიას აწვება: ვინაიდან მას ხელში  ჩაუვარდა ისეთი „მარგალიტი“, როგორიც გიორგი მარგველაშვილი და მისი გარემოცვაა, სასწრაფოდ შეკრიბა თავისი  ე.წ. ინტელექტუალური ჯგუფი და დააფუძნებინა არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერია“. ის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალიზმს ნაკლებად ენდობა – მაგალითად, ხათუნა გოგორიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი შეიძლება მხოლოდ არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენო, ირმა ნადირაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ბარამიძე – აზერბაიჯანიდან ფულის გადმოსატანად, კობა ხაბაზი, გიგა ბოკერია და სხვები – ქუჩაში პროვოკაციების მოსაწყობად. სააკაშვილს ახლა ისეთი ადამიანები სჭირდება, რომლებსაც ქვეყნის გარეთ ურთიერთობები აქვთ, საგარეო პროპაგანდის წარმოებაც შეუძლიათ და გარკვეულ ავანტიურაზეც წავლენ. დაუკვირდით, გიორგი მარგველაშვილის „შებმა-დავერბოვკება“ სწორედ გარედან მოხდა, სწორედ გრიგოლ ვაშაძისა და ნიკა რურუას „სასტავის“ მიერ. გიორგი მარგველაშვილი აშკარად „ნაციონალების“ მიერ დაგებულ მახეშია გაბმული და რასაკვირველია, თუ ის სასწრაფო წესით განეიტრალდა, ანუ მნიშვნელოვანი ულებები კიდევ ჩამოერთვა, სააკაშვილი მიიღებს ფუჩეჩით გატენილ ტომარას, რომელსაც ვეღარაფერში გამოიყენებს. ასე რომ, სააკაშვილის ბანდამ უნდა იცოდეს – არც მეორე მხარეს არჩევენ ბამბას.

 

გელა ზედელაშვილი

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა“


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016