reportiori.ge - "luganskie.com": ცხინვალმა ლუგანსკში იარაღი გააგზავნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:59
კონფლიქტები
"luganskie.com": ცხინვალმა ლუგანსკში იარაღი გააგზავნა
14 ივლისი, 2014. 21:07



ინტერნეტგამოცემა "luganskie.com"-ის ინფორმაციით,  .. სამხრეთ ოსეთმა ლუგანსკში ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, იარაღის პარტიაც გააგზავნა.  

"სამხრეთ ოსეთმა არა მხოლოდ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა, არამედ მას დახმარებასაც უწევს. უახლოეს დღეებში სამხრეთ ოსეთიდან ძვირფას საჩუქარს მივიღებთ",აღნიშნულია ამავე ინტერნეტგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

საიტის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ტვირთი რეგიონში ჩავა. "ეს იქნება კონტეინერები იარაღით, მათ შორის სნაიპერების იარაღები, ავტომატები, პისტოლეტები. სწორედ პისტოლეტების ნაკლებობა გვაქვს ლუგანსკის რესპუბლიკაში იმისთვის, რომ პატრული შევაიარაღოთ. იქნება ასევე ხელყუმბარები. არ ვიცი კიდევ რას გამოგვიგზავნიან. სავარაუდოდ, იქნება ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები",აცხადებს ინტერნეტსაიტთან .. ლუგანსკის რესპუბლიკის მთავრობაში ანონიმური წყარო.

 

კომენტარი გააკეთეს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის თავდაცვის სამინისტროშიც გაკეთდა. სააგენტო "რესის" ინფორმაციით, .. სამხრეთ ოსეთს ლუგანსკში არავითარი იარაღი არ გაუგზავნია. მათივე განცხადებით, იარაღის გაგზავნა ტექნიკურადაც კი შეუძლებელია. "ლუგანსკში იარაღის შეტანა შეუძლებელია შესაბამისი შეთანხმების გარეშე - მესამე ქვეყნის ნებართვის გარეშე, კონკრეტულად კი, რუსეთის გავლით. ასეთი შეთანხმება არ არსებობს და მსგავსი საკითხი არც კი დგას",ნათქვამია განცხადებაში.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016