reportiori.ge - თბილისში, 16-20 ივლისს "კავკაზ- ჯაზ-ფესტივალი" გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:20
კულტურა
თბილისში, 16-20 ივლისს "კავკაზ- ჯაზ-ფესტივალი" გაიმართება
14 ივლისი, 2014. 21:25



"კავკაზ- ჯაზ-ფესტივალი" კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში, 16-20 ივლისს ჩატარდება. ფესტივალის დეტალებზე კულტურის სამინისტრო პრესკონფერენციას გამართავს, რომელსაც  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დირექტორი ნეკა სებისკვერაძე და ფესტივალის დირექტორი ელენე მეჩითოვა გაუძღვებიან.

ფესტივალის პროგრამა, ტრადიციულად, შედგება ყოველდღიური კონცერტებისა და "ჯემ-სეიშენებისგან", სადაც ქართველ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობენ მიწვეული სტუმრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და პოლონეთიდან. ფესტივალის ეგიდით დამწყები ჯაზ-მუსიკოსებისათვის მასტერკლასები მოეწყობა.

ფესტივალი წელს პირველად უმასპინძლებს "მრგვალი მაგიდების" სერიას, სადაც სამხრეთ კავკასიის წამყვანი ექსპერტები, კულტურის მენეჯერები და არტ-კრიტიკოსები იმსჯელებენ რეგიონულ მუსიკალურ ბაზარზე შექმნილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

"კავკაზ ჟაზ" საქართველოში ერთადერთი არაკომერციული ჯაზ-ფესტივალია, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ჯაზის განვითარებას, შემსრულებლებს შორის კულტურულ დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას, რაც ასევე, მათ შემდგომ თანამშრომლობას უწყობს ხელს.

კავკაზ ჟაზზ ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფესტივალში 50-მდე მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა.

 

პროექტის ორგანიზატორია - არასამთავრობო ორგანიზაცია  ART BRIDGE“.  პროექტის წარმდგენები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და  თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016