საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო"-ს ინიცირებით, "სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში" შესული ცვლილებებით, სახელმწიფო ქონების შემძენ და მართვის/სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებს ეპატია შესაბამისი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციის არ მიწოდებით დაკისრებული პირგასამტეხლო 2014 წლის 1-ელ იანვრამდე.
„საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს ინიცირებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით სახელმწიფო ქონების შემძენ და მართვის/სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებს ეპატია შესაბამისი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციის არ მიწოდებით დაკისრებულ პირგასამტეხლო 2014 წლის 1 იანვრამდე. ასევე, სახელმწიფო ქონების უზუფრუქტუარს ეპატია ხელშეკრულებით ნაკისრი, გადაცემული ქონების დაზღვევის ან/და კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობით დაკისრებული პირგასამტეხლო 2014 წლის 1 იანვრამდე.
სააგენტო კვლავაც აგრძელებს მუშაობას ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც განიხილება სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების შეუსრულებლობისთვის მხარეებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს უპირობოდ ან ვალდებულების შესრულების პირობით პატიების საკითხი.
2012 წლიდან დღემდე სხელმწიფომ ინვესტორებს ჯამში 10 637 184.34 ლარის და 347 859 654 აშშ დოლარის პირგასატემხლო აპატია.
აღნიშნული ქმედება ინვესტორებს შესაძლებლობლობას მისცემს, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა უშუალოდ საინვესტიციო პროექტების სამომავლო განვითარებას მოახმარონ.“- აღნიშნულია განცხადებაში.