reportiori.ge - გიგი მესვეტე: კაცი რუსთავიდან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:28
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გიგი მესვეტე: კაცი რუსთავიდან
ავტორი:
16 ივლისი, 2014. 10:41


როდესაც ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერი გაზით გაიგუდა, მაშინვე ვიფიქრე, რომ ის მოკლული იყო

როდესაც ნიკა გვარამიას კაბინეტში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს და კახა კოჟორიძემ დაასკვნა, რომ აპარატურა აუცილებლად ხელისუფლების მიერ იყო დამონტაჟებული, მაშინვე ვთქვი, რომ აპარატურას მხოლოდ გვარამია-ნაცები თუ დააყენებდნენ.

ეგეთი სტილი აქვთ ამ ნაძირალებს.

და აი, ახლა, როდესაც ჩერგო-თამარამ (რომელიც, თურმე, ჟურნალისტი ყოფილა) ეროსის დაღუპვა კალაძის სიტყვებს დაუკავშირა, მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ თუ თვითმკვლელობის ან უბედური შემთხვევის ვერსია არ დადასტურდება, სრული საფუძველი მექნება ვიფიქრო, რომ ეროსი ნაცებმა მოიშორეს - ერთი კაცის მკვლელობით რამდენიმე კურდღელი დაიჭირეს.

ბევრი მკვლელობა დაუგეგმავთ და აღუსრულებიათ. ბევრი მოუკლავთ ცხელ გულზე და ბევრიც შემოკვდომიათ. ეგეთი სტილი აქვთ ამ ნაძირალებს.

თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ თავს არ მოიკლავდა. ყველაფერი ხდება, ყველაზე ძლიერ ადამიანებს მოუკლავთ თავი და ხშირად ეს ყოფილა დემარში იმ საზოგადოების მიმართ, რომელშიც ცხოვრობდნენ, ყოფილა ის, რასაც „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს" ქვია და ბარემ ისიც ვთქვათ, სად არ სჯობს.

არ სჯობს იქ, სადაც კატებს აყეფებენ; იქ, სადაც ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან; იქ, სადაც „უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად" და სადაც „მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება".

უფრო ძლიერ ადამიანებს მოუკლავთ თავი. განრიდებიან, გაცლა ამჯობინეს. ისიც არ ვიცით, კიდევ რამდენი გაეცლება ამ „ამაოებათა ბაზარს", ზოგი იმ ქვეყნად და ზოგიც - სხვა ქვეყნებში.

ჰოოო... მერე კი, დაიწყება და აღარ დასრულდება ნიანგის ცრემლების ღვრა და ცარიელი თავების კანტური: „რამ აიძულა... რატომ... რისთვის..."

რამ და - ზღვამ, სიბრიყვის, უნიჭობის, უმადურობის, უსაქმურობის, თვითკმაყოფილების ზღვამ... მაგრამ ზღვას აქვს ნაპირი, ჩვენს ეროვნულ, სამამულო, ენდემურ სისულელეს კი არც ნაპირი აქვს და არც დასასრული.

ერთხელ საზოგადოებისთვის ერთ საპატივცემულო ადამიანზე მითხრა, მე რომ კაცი გადამაგდებს, ხო აზზე ხარ, რა დონის ჩათლახი იქნებაო, და სინანულით დასძინა - თუმცა, რა გინდა, მაინც მაგას უსმენენ და მაგისი ჯერათო.

ბევრის უმადურობა გაუხსენებია და, ჰოი, საკვირველებავ (თუმცა, რაღა უნდა გიკვირდეს), - რამდენიმე მათგანს დღეს ეროსის სახლთან მოვკარი თვალი. იდგნენ, ტიროდნენ, ელოდნენ, როდის მიუშვერდნენ კამერას და მიკროფონს.

ბევრჯერ გვიკამათია, ნაწილობრივ არ ვეთანხმებოდი ღირებულებათა მისეულ სისტემას, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი - უყვარდა სამშობლო, ოჯახი და მეგობრები.

სამშობლო?.. ვთქვათ სიმართლე - სამშობლო ვერ აფასებდა. მეგობრები? ბევრმა უღალატა და ახლა იმას ვფიქრობ, როგორ ვიქნებოდი მის ადგილას მე. ვიქნებოდი კუთხეში მიმწყვდეული, გაოგნებული და ერთი ფიქრით შეპყრობილი - „ან ყველაფერი, ან არაფერი".

თუ „ყველაფერი" და... ძალიან სახიფათო იყო - ბევრი იცოდა, ყველაფერი ახსოვდა და აზრის მწყობრად, დამაჯერებლად გადმოცემა შეეძლო. შესაძლოა, მოკლეს. ვისი სტილია მკვლელობა? თუნდაც დაგეგმილი, თუნდაც დაუგეგმავი და თუნდაც ცხელ გულზე!

თუ „არაფერი" და... უნდა წახვიდე.

გული დამწყდა-მეთქი - რომ ვთქვა, და ოჯახს მივუსამძიმრო, იმას ნიშნავს, რომ არც არაფერი მითქვამს.

გაოგნებული ვარ.




(წყარო: for.ge)


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016