reportiori.ge - დავით უსუფაშვილი: „დიდი ყურადღებაა საჭირო არასწორად და უკანონოდ აშენებული ნაგებობის ერთ ღამეში დემონტაჟთან დაკავშირებით“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:02
საზოგადოება
დავით უსუფაშვილი: „დიდი ყურადღებაა საჭირო არასწორად და უკანონოდ აშენებული ნაგებობის ერთ ღამეში დემონტაჟთან დაკავშირებით“
ავტორი:
02 სექტემბერი, 2013. 15:50

"არავის უნდა მიეცეს იმის თქმის საბაბი, რომ ვიღაც კანონზე მაღლა დგას.  ყველა რელიგიის წარმომადგენელი და სასულიერო პირი უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და კანონი, რომლის წინაშეც ყველა თანაბარია" , - ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ადიგენის რაიონში მინარეთის დემოტაჟთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. 
" ე.წ.მინარეთის პრობლემა ძალიან კომპლექსური პრობლემაა. დიდი სიფრთხილე, ყურადღება და სერიოზული ანალიზია საჭირო ასეთი მოვლენების დროს. როდესაც ერთი ღამის განმავლობაში სასულიერო-საკულტო ნაგებობის აშენება უკანონდ ხდება, ამის გამკეთებლს რაღაც ბოლომდე გააზრებული არა აქვს, ან აქვს გააზრებული, მაგრამ არც ისე სასიკეთო და სახელმწიფოებრივი მიდგომით ხელმძღვანელობს. ასევე დიდი ყურადღებაა საჭირო არასწორად და უკანონოდ აშენებული ნაგებობის ერთ ღამეში დემონტაჟთან დაკავშირებით, საჭიროა მეტი ახსნა-განმარტება საზოგადოებისთვის, მრევლისთვის. აღნიშნულ საკითხს რამდენიმე დღით მეტი რომ დათმობოდა და წინასწარ გვეთქვა ის, რაც პოსტ-ფაქტუმ ითქვა, ამ თემას ნაკლებად პრობლემური ხასიათი მიეცემოდა რელიგიური თვალსაზრისით. ყველა რელიგიური წარმომადგენელი, სასულიერო პირი უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და კანონები, რაც დასაცავია მშენებლობის დროს, დემონსტრაციის დროს, რწმენისა თუ აღმსარებლობის გამოხატვის დროს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია - მართლამდიდებლური ეკლესია, სხვა რელიგიური მიმართულებები, სასულიეორ პირები თუ პარლამენტის წევრები", - განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016